პოეზია თუ შეგიყვარდა გიყვარდეს. 2014, 20 მარტი, 16:41 თუ გიყვარს მაშინ დაფიქრდი, ღრმად გაერკვიე გრძნობაში, თორემ შენ თვითონ იქნები, დასჯილი მაგ შეცდომაში. თუნდ არვინ გყავდეს მსაჯული, და არც არავინ გებრძოდეს, შენ თავს ვერსაით წაუხვალ, რაც უნდა ძალა გერჩოდეს. ყოველ დღე დაიტანჯები, წარსულზე ფიქრით, ოცნებით, მოგენატრება წარსული, მშვენებით და საოცრებით. შენ ვეღარ შეძლებ დათრობას, ვნებიან ტრფობის ფიალით, უსიყვარულოდ იცხოვრებ, გულს ვერ აივსებ სიამით. მერწმუნე მართლა მოხდება, თუ სულში მეფობს სიწმინდე, თუ შეგიყვარდა, გიყვარდეს! სხვას გულს, არასდროს უწვდიდე.
1999წ 29 9-ს მოსწონს |