x
image
ნატო ახრახაძე
სევდიან თვალებს

ბევრი ვიფიქრე, ძლიერ მინდოდა,

რომ შენ თვალებზე ლექსი ამეგო,

მინდოდა თვალებს რაღაცა ეთქვა,

რომ შენი გულის ძგერა გამეგო.

ამას მე იმ დღეს თითქოს ველოდი,

როცა შენ შემხვდი მთვარიან ღამეს,

როცა ის შუქი მთვარის მომყოლი,

შენ გინათებდა სევდიან თვალებს.

სევდიან თვალებს მოჰყვა სალამი,

გულშიაც თბილმა სიომ დაჰბერა,

და მაგ თვალებმა გამამხელინა,

რისიც არ მსურდა დღემდე გამხელა.

და მაგ თვალებმა დამაწერინა,

შენზე ეს ლექსი გულის ნაწილი,

მე სხვა თვალები მიყვარდა დღემდე,

და სხვა თვალებში ვიყავ ჩაწვდილი.

მე სულ ვიცოდი რომ იმ თვალებით,

სიყვარულის გზას ვერ მივაკვლევდი,

და არ მეგონა, თუ სხვა თვალებში,

მე სიყვარულის კვალს მივაგნებდი.

1992წელი

0
66
6-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
66