x
image
ნატო ახრახაძე
მაგრამ მხოლოდ ერთი გზა აქვს მოწამეთას.

ზოგის ფიქრით, რა ადვილათ მიცხოვრია,

ვალი ვალზე უსტუმრებლათ მიწყობია,

მაგრამ, მკითხეთ ვინც რომ ვალათ რამეს მათვლით,

მე თუ სესხათ ვინმესათვის მითხოვია?

სხვა რომ ხედავს სხვის ცხოვრებას ადვილია,

ვინ რა იცის, ვის რა გზები გაგვივლია?

მოკლე გზით რომ მისავალი მარტივია,

ყველამ ვიცით ყოფამ თუ არ აგვირია.

ეს ცხოვრება ხან ძნელი ხან ადვილია,

ვინ რა იცის რით ან როგორ გაგვივლია?

გზა სავალი ზოგჯერ მართლა მრავალია,

ზოგიც მოკლე, ზოგიც გრძელი ტრამალია.

მაგრამ, ზოგს კი მხოლოდ ერთი აქვს სავალი,

სხვა მხრიდან რომ ვერ უპოვი მოსახელთავს,

არის გზები ტაძრებისკენ მიმავალი,

მაგრამ მხოლოთ ერთი გზა აქვს მოწამეთას.

0
32
5-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
32