x
image
ნატო ახრახაძე
ოხ! ეს ცხოვრება ქარიშხალია!.

ხან სინათლეა, ხან სიბნელეა,

ხან გონებაში ეჭვები ავდრობს,

როცა ცხოვრება თითქმის გაწვალებს,

და როცა გული ფიქრობს და დარდობს.

ხან სიძნელეა, ხან სიადვილე,

ხან გამტყუნება, ხან გამართლება,

და თუ ცხოვრების ფერხულს ჩამორჩი,

ძნელია მერე მისი გასწრება.

ზოგს იმდენი აქვს თავზე გადადის,

ზოგს სულ არაფრის არ აქვს შეძლება,

ზოგის ბეღელში აღარ ეტევა,

ზოგის ბეღელში თაგვიც ვერ ძღება.

ოხ!ეს ცხოვრება ქარიშხალია!

ხან გადაგხრის და ხან გაგასწორებს,

თუ მოინდომა მაგ შენ სიცოცხლეს,

თვით ჯოჯოხეთთან ათანასწორებს.

და თუ არა ხარ სულით ძლიერი,

თუ სიყვარული ზურგს არ გიმაგრებს,

მაშინ იცოდე რომ ამ ჭიდილში,

შენი სიცოცხლე ვერ გაიმარჯვებს!

0
25
4-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
25