x
image
ნატო ახრახაძე
გალაკტიონს.

მე შემოვედი შენ სამყაროში,

ვიცი ნასვამი ჰპოვებდი შვებას,

ღვინო თელავდა უძილო ღამეს,

ღვინო გიკლავდა გრძნობას და ვნებას.

ფხიზელი ფიქრებს ვერ ერეოდი,

ღამის კოშმარი ბევრჯერ გალიე,

სიყვარულით და ტრფიბით დამთვრალმა,

განა სათრობლათ წამლათ დალიე.

ვერვინ ხვდებოდა შენს გულის ტკივილს

ვერც მას ხვდებოდნენ, რატომ თვრებოდი,

არვინ იცოდა, რომ მარტოდ მარტო,

შენ დღე და ღამე ფიქრებს ებრძოდი.

ფიქრით ძერწავდი შენს“მე და ღამეს"

და “მესაფლავეს" ეომებოდი,

შენ დიდდებოდი“ნიკორწმინდამდე"

და“მერის" თვალებს ეფერებოდი.

ღვინო თელავდა უძილო ღამეს,

ღვინო გიკლავდა გრძნობას და ვნებას,

ღვინო ებრძოდა ფიქრებს და სევდას,

და შენც ღვინოში ჰპოვებდი შვებას.

0
17
8-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
17