პოეზია რათ მიქვია მე ის ბაგე. 2014, 26 მარტი, 14:03 ქალის ბაგე როცა ჰყვავის, სურნელოვან ვარდის მსგავსად, მის ტკბილ სურნელს თვით პოეტი, ხოტბას ასხავს ფიანდაზად, რათ მიქვია მე ის ბაგე, მყრალ თუთუნით რომ ამყრალდეს, და სურნელის ნაცვლად მისგან, სიმყრალე რომ გამოქარდეს. ასეთ ბაგეს ვინღა ეტრფის, იმ ლამაზი სიყვარულით? იმ ლამაზი წრფელი გრძნობით, ოცნებით და სიხარულით. დღეს დაუშრა პოეტს მუზა, და ოცნებობს იმ წარსულზე, როს ბესიკი ღაღადებდა, ბროლის ბაგის მწველ ალმურზე. როცა ღმერთმა შექმნა ქალი, ჩაუსახა ხვთის სინაზე, მშვენიერი მას აჩუქა, მომხიბვლელი სილამაზე. მისი ბაგე ვარდით მორთო, მამაკაცთა ვნების ჟინათ, შთააგონა სათნოება, და დაუტკბო ბაგე ტკბილად. მაგრამ ბაგე როცა მყრალობს, მის სიტურფეს ვინღა ამბობს? ან ვინ შეტრფის, ვინ შენატრის? ან ვინ უძღვნის წმინდა ამბორს.
1999წელი 10 3-ს მოსწონს |