პოეზია ეს ლამაზი გაზაფხული 2014, 7 მარტი, 0:24 ოცდაორმა გაიარა გაზაფხულმა, ოცდაორმა გაიხურა მარტმა კარი, მაგრამ დღეს რომ გაზაფხული მიხარია, არ ყოფილა ჯერ ასეთი გასახარი. შემომხედე, შემომცინე, და მითხარი სიხარულით, "რა მიჭირავს კარგო ხელში, თუ მიხვდები წრფელი გულით?" მე ავწიე თავი მაშინ, და რას ვხედავ-სახეს მზიანს, ქორჩიოტა მომართვი და გაზაფხულის ლურჯი ია. სიხარუმლა ამიტანა, სიყვარულმა ჟინი მალა, მაგრამ წრფელმა სიყვარულმა თავი მაინც ვერ დამალა. აგვაცეცხლა, აგვაელვა, კოცნის მორევს აჰყვა გული, და ერთმანეთს მივულოცეთ ეს ლამაზი გაზაფხული. ასე ტკბილად, გემრიელად, ღმერთმა ერთად დაგვაბეროს, სიყვარულით გვახაროს და სიხარული დაგვაბედოს!
1993წელი 48 5-ს მოსწონს
|