პოეზია ასე იყო და ასე იქნება 2014, 16 აპრილი, 13:39 ღმერთი მიუზღავს ყველას თავისას, თავის წილხვედრი ყველას ერგება, ყველამ იცოდეს, ყველას ესმოდეს, რაც არ გერგება, არ შეგერგება! ასე იყო და ასე იქნება, წუთია მართლა წუთისოფელი, თუ მოხვალ წასვლა გარდუვალია, ფულით ყველაფერს ვერ მოერევი. აქ სააქაოს გამოცდას, ზეცას გიფასებს უფალი, ფულით ფრიადს არ დაგიწერს, არ გაჭრის ჯიბე მსუქანი. კაცობის ფასი ფრიადობს. არა კაცობა ნულია, სამოთხის კარებს მარტოდენ, აღებს მართალი გულია. 2001წელი 35 5-ს მოსწონს |