სხვა 20 აკრძალული ფოტო, რომელიც უპილოტო აპარატით არის გადაღებული - ეს არავის უნდა ენახა! 2016, 16 ნოემბერი, 12:17 ჩვენს დროში ტექნილოგია განსაკუთრებით დიდი სისწრაფით ვითარდება და, შესაბამისად, ადამიანის შესაძლებლობებიც სულ უფრო ფართოვდება. მაგალითად, დღეს შეიძლება თითქმის დეტალურად დაათვალიერო ადგილები, რომლებშიც შესვლა-გამოსვლა მკაცდაც არის აკრძალული. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი მოქმედებები, როგორც წესი, უკანონოა. მაგრამ იქ, სადაც ადგილი აქვს აკრძალვას, განსაკუთრებულად მომეტებულია ცნობისმოყვარეობა - ასეთია ადამიანის ბუნება. მისი დაკმაყოფილება კი შესაძლებელია ე.წ. დრონების, ანუ უპილოტო აპარატების საშუალებით. მათ ასევე უწოდებენ კვადროკოპტერებს. ქვემოთ გთავაზობთ სწორედ ამგვარი დრონების მიერ გადაღებულ 10 ფოტოს. 1. სირია სირიაში სამოქალაქო ომმა ქვეყნის ყველა მთავარი ქალაქი გაანადგურა. მილიონობით ადამიანს გაქცევა მოუხდა. ეს არის ოდესღაც დასახლებულ რაიონში ტანკების ბრძოლის სურათი. იგი გადაღებულია სირიის სიდიდით მესამე ქალაქში - ჰომსში. ახლა ამ ადგილზე მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი ანუ ის, რაც დაბომბვების შემდეგ დარჩა. 2011 წლიდან დღემდე აქ ათობით ათასი სამოქალაქო პირი დაიღუპა. 2. აკრძალული ქალაქი, პეკინი სურათების ავტორი დეპორტირებული იქნა ჩინეთიდან იმის გამო, რაც ჩაიდინა. ცნობილია, რომ აკრძალული ქალაქის მონახულება შეიძლება მხოლოდ განსაზღვრულ დროს და წინასწარ ჩაწერით. ფოტოგრაფმა მხოლოდ დეპორტირების შემდეგ შეიტყო, რომ პეკინში იმპერატორის სასახლისა და ჩინეთის მმართველობის შტაბ-ბინების ფოტოგრაფირება აკრძალულია. 3. პრიპიატი, უკრაინა ეს არის ადგილი, რომლის გვერდზეც მოხდა ყველა დროს ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კატასტროფა. პრიპიატი სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორიებით მდებარეობს ჩერნობილის ატომური ელექტრისადგურიდან და ყველაზე მეტად დაზარალდა რადიაციით. ჩერნობილთან ახლოს მდებარეობს ასევე მიტოვებული, კონტინენტთაშორისი რაკეტების გაშვების აღმოჩენის რადიო სარელეო სადგური, ე.წ. "რუსული კოდალა". სადგური მთელი დედამიწის მასშტაბით რადიოეთერში გადასცემდა ხმას, რომელიც კაკუნს ჰგავდა - აქედან მიმდინარეობს მისი სახელწოდებაც. 4. კაზანტიპი, ყირიმი ეს არის ადგილი კუნძულზე, სადაც უნდა აეგოთ ატომური ელექტროსადგური. მშენებობა დაიწყო, მაგრამ რაიონის სეისმური არასტაბილურობის გამო, მალევე შეჩერდა. 90-იან წლებში აქ ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი ტარდებოდა, სახელწოდებით "რეაქტორი". 2005 წელს ეს მიწები კერძო საკუთრებად შეიძინა ადამიანმა, რომლის სახელიც გასაიდუმლოებულია. 5. ფუკუსიმა, იაპონია სეისმურმა ბიძგმა და 9 ბალიანმა მიწისძვრამ წარმოშვა ცუნამი, რომელმაც იაპონიის ატომურ ელექტროსადგურს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა, რამაც გამოიწვია კაცობრიობის ისტორიაში მასშტაბურობით მეორე ყველაზე დიდი ბირთვული კატასტროფა. ქალაქი ოკუმა ერთ საათში გადაიქცა მოჩვენებად - ნაჩქარევად იქნა ევაკუირებული 150 000-ზე მეტი ადამიანი, რომელთა დიდ ნაწილს სახლების დატოვება მოუხდათ მხოლოდ იმ ტანსაცმლის ამარა, რაც ტანზე ეცვათ. 6. ზონა 51, ნევადა ზონა 51 ითვლება არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტების ადგილად. სწორედ აქ ფიქსირდება ყველაზე მეტად ამოუცნობი მფრინავი ობიექტები. ამბობენ, რომ აშშ-ს ხელისუფლებას კონტაქტი აქვს უცხოპლანეტელებთან 1950 წლიდან მოყოლებული. ამ ზონაში შესვლა დახურულია. ითვლება, რომ იქ იმდებარეობს ამერიკული სამხედრო ბაზა. მაგრამ სინამდვილეში არავინ იცის რა არის ამ ადგილზე. 7. დებალცევო, უკრაინა ეს არის დონბასში უკრაინულ შეიარაღებულ ძალებსა და პრორუსულ ჯარებს შორის სამხედრო დაირისპირების ადგილი. სწორედ ასე გამოიყურება მაღლიდან ადგილი, სადაც მოხდა ამ ომში ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა. 8. ფერმა Smithfield Foods ტაპ ჰილში, ჩრდილოეთ კაროლინა დრონის საშუალებით გამოიჭირეს არაკეთილსინდისიერი ფერმერები. დააკვირდით ტბაში წყლის ფერს - ეს არის დაკლული საქონლის სისხლი. გარდა ამისა, ფერმერები წყალში ნაკელსა და სხვა ნარჩენებსაც ყრიდნენ, რამაც ინფექციის უპრეცედენტო წყარო წარმოშვა. შედეგად, ადგილი ჰქონდა საკანალიზაციო გაჟონვას, რის გამოც მეზობელ ფერმებში მოსავალი განადგურდა. 9. ტესლას გიგანტური კოჭები, რუსეთი ეს კოჭები გასულ საუკუნეში ნიკოლა ტესლამ გამოიგონა - ამ მოწყობილობაში ხილული განმუხტვები რამდენიმე მეტრს აღწევს. ითვლებოდა, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ამ მოწყობილობის დემონტაჟი მოხდა. მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს ასე არაა. ამჟამად იგი დაკვირვების ქვეშ იმყოფება, შესანიშნავად მუშაობს და გაუფრთხილებელ მაყურებელს შეიძლება დენი დაარტყას. 10. შპიცბერგენი, ნორვეგია შპიცბერგენის კუნძულს დაახლოებით 40 000 კილომეტრის ფართობი აქვს და ჩრდილოეთ პოლუსის რაიონში იმყოფება. თუმცა საინტერესოა იგი სხვა რამით. 2007 წელს, ნორვეგიის ხელისუფლებამ აქ შექმნა Svalbard Global Seed Vault. ეს ერთგვარი ნოეს კიდობანია, რომელშიც ოპტიმალურ პირობებში ინახება მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა მცენარეების თესლები. მისი მიზანია შეინახოს და, შესაძლოა, აღადგინოს, პლანეტის იერსახე გლობალური ძვრების შემდეგ. ეს არის ობიეტში შესასვლელის ფოტო. იხილეთ ასევე: 1. აკრძალული ფოტოგრაფი, რომელსაც მილიციელებიც, ქურდებიც და კათალიკოსიც კი პატივს სცემდნენ... 2. სსრკ-ში საიდუმლოდ გადაღებული და 2015 წელს ყველაზე ძვირად გაყიდული ფოტოები 3. ყოველდღიური ფოტოები, რომელიც სსრკ-ში აკრძალული იყო -წარმოუდგენელია! 4. 5 ისტორიული ფოტო, რომლებზეც ვერაფრით მიხვდებით რა არის აღბეჭდილი 5. რა საიდუმლოებები იმალება ისტორიაში ყველაზე იდუმალი ფოტოების მიღმა 6. ცნობილი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც სინამდვილეში ყალბია 7. ფოტოები, რომლებმაც ისტორიის შესახებ წარმოდგენა შეცვალეს 8. I მსოფლიო ომის აკრძალული ფოტოები - რას უმალავდნენ ხალხს... 9. იშვიათი ფოტოები კავკასიის ფრონტიდან - ეს ჩვენთანაც ხდებოდა... 10. როგორ ხდებოდა ომის დროს ხალხის მოსატყუებლად სსრკ–ში ფოტოების მონტაჟი 22494 14-ს მოსწონს 1-ს არა
|