იშვიათი ფოტოები კავკასიის ფრონტიდან - ეს ჩვენთანაც ხდებოდა...
მეორე მსოფლიო ომის ყველაზე ხანგრძლივი ბრძოლა - ბრძოლა კავკასიისათვის დაიწყო 1942 წლის 25 ივლისს და დასრულდა - 1943 წლის 9 ოქტომბერს. ბრძოლა ორ ეტაპად იყოფა: გერმანული სამხედრო ძალების შემოტევა (25 ივლისი - 31 დეკემბერი, 1942 წ.) და საბჭოთა ჯარის კონტრშეტევა (1 იანვარი - 9 ოქტომბერი, 1943 წ.). ქვემოთ გთავაზობთ ამ სისხლისმღვრელი ომის ამსახველ ფოტომასალას.
ტანკსაწინააღმდეგო იარაღი ПТРС-41 და მეტყვიამფრქვევე მდინარესთან.
საბჭოთა პარაშუტისტი-მედესანტეები ადიან ბომბდამშენ ТБ-3-ზე ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტზე.
ვერმახტის ოთხი რეინჯერი კავკასიის მთებში.
საბჭოთა მებრძოლები აძევებენ გერმანელებს კრიმსკის რაიონის დასავლეთი ნაწილიდან.
საბჭოთა მეომრები კრიმსკის რაიონში ომის დროს.
კავკასიაში მებრძოლი რუმინელი არტილერისტები ნაღმმტყორცნს ამზადებენ.
გერმანელები ამზადებენ რაციას, კუბანი, აპრილი, 1943 წ.
გათავისუფლებული კრასნოდარის მაცხოვრებლები გზაჯვარედინზე.
რუმინული სამთო რაზმების ჯარისკაცი ხელში ჩაგდებული საბჭოთა დროშით ხელში კავკასიის ველზე.
საბჭოთა ატრილერისტები მოწინააღმდეგეს ესვრიანი 45 მმ-იანი ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნიდებიდან.
რუმინული მე-2 სამთო დივიზიის ჯარისკაცები ტყვიამფრქვევ ZB-53-თან პოზიციებზე.
ხანძარი ბათუმის პორტში გერმანიის საჰაერო თავდასხმის შემდეგ.
გერმანელი სამთო რეინჯერები კავკასიაში.
საბჭოთა ტანკისტი გერმანულ ტანკ Pz.Kpfw-ზე ორჯონიკიძეში.
გერმანელი ჯარისკაცები კავკასიის მთებზე.
მაიკოპისა და კრასნოდარის რაიონებში. გერმანელი ჯარისკაცები უახლოვდებიან ნავთობის საწყობს, რომელსაც წითელი არმიის დანაყოფებმა უკან დახევის დროს ცეცხლი წაუკიდეს.
გერმანული საზენიტო ბატარეა ცეცხლს ხსნის კუბანში.
გერმანელი ტყვეების ჯგუფი მდინარე ხაზნიდონის რაიონში.
საბჭოა ცხენოსანი დაზვერვა კავკასიაში.
საბჭოთა ფეხოსნები თავდაცვით ბრძოლას აწარმოებენ კავკასიაში.
ნაღმმტყორცნი-გვარდიელები ცეცხლს ხსნიან ორჯონიკიძეში.
ბრძოლა სოფ. გიზელში, ვლადიკავკაზის რაიონში, სადაც ჩრდილოეთ კავკასიაზე გერმანული ჯარის თავდასხმის შეჩერება მოხერხდა. 1942 წ. 7 ნოემბერი.
მებრძოლი-ალპინისტები გენერალ ა.ს. ეფრემოვის ხელმძღვანელობით მთიანი უღელტეხილის დასაცავად მიდიან. ჩრდილოეთ კავკასია, 1942 წ.
ЛаГГ-3 №915 "საბჭოთა საქართველოსთვის".
საბჭოთა ფეხოსნები ჩრდილოეთ კავკასიაში თავდაცვის დროს.
ჩრდილოეთ კავკასიისა და კუბანის გათავისუფლებისათვის მეორე მსროლელი დივიზიის წითელი დროშის ორდენით დაჯილდოებისადმი მიძღვნილი საზეიმო მიტინგი.
მე-2 მსროლელი დივიზიის მეთაური, ვ.ფ. ზახაროვი.
საბჭოთა ჯარები შედიან გათავისუფლებულ კრასნოდარში.
"ლურჯი ხაზი" - გერმანელების ბანაკების ხაზი ტამანის ნახევარკუნძულზე. გერმანელებს აქ 400 ათასზე მეტი ჯარისკაცი ჰყავდა, ფრონტის ხაზი კი საკმაოდ შეზღუდული იყო, რამაც საშუალება მისცათ კარგი თავდაცვა შეექმნათ. ამ ადგილზე ბრძოლები 1943 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე გრძელდებოდა, სანამ, საბოლოოდ გერმანეული ჯარების ყირიმში ევაკუაცია არ მოხდა. ტამანის ნახევარკუნძულის გათავისუფლებისთვის მსროლელთა მე-2 დივიზიამ 1943 წლის 9 ოქტომბერს მიიღო სახელწოდება "ტამანის გვარდია".
"ლურჯი ხაზის" გარღვევაზე
37 მმ-იანი საზენიტო იარაღის დამიზნება. ჩრდილოეთ კავკასია.
"ლურჯი ხაზის" გარღვევის დროს მოკლული გერმანელები.
ქალთა ავიარაზმის მეთაური, ე.დ. ბერშანსკაი საბრძოლო დავალებას აძლევს თავის მფრინავებს.
გერმანელების მიერ ტყვედ აყვანილი მფრინავი-გამანადგურებელი, საბჭოთა კავშირის გმირი, იაკობ ანტონოვი.
1942 წლის 25 აგვისტოს ანტონოვიმა, საბრძლო დავალების შესრულების დროს, მოზდოკთან ახლოს გერმანელებმა ჩამოაგდეს. საბჭოთა ოფიციალური საბუთების მიხედვით იგი დაიღუპა. თუმცა გერმანელი 77-ე გამანადგურებელი ესკადრის მეთაურის, მაიორ გორდონ გოლობის ცნობით, ანტონოვმა გადმოხტომა მოახერხა და ტყვედ იქნა აყვანილი. ზოგი ამტკიცებს, რომ იგი ტყვეობიდან გაიქცა, ზოგი წყაროს მიხედვით კი მოზდოკში მდებარე ტყვეთა ბანაკში იქნა გადაყვანილი. ამის შემდეგ მასზე აღარაფერია ცნობილი.
გერმანული თავდასხმის იარაღის, StuG III-ის კოლონის ჩავლა კავკასიაში.
საბჭოთა მზვერავები მდინარეზე გადადიან. კრასნოდარის მხარე.
მოიერიშე Ил-2-ების ჯგუფი ჰაერში.
კაპიტანი ვ.ბ. ემილიანენკო თავის მოიერიშე თვითმფრინავის, Ил-2-ის კაბინაში ქალაქ ტიმაშევსკაიას აეროდრომზე.
კრიმსკის მაცხოვრებლები ხვდებიან გამათავისუფლებლებს.
საბჭოთა სამთო მსროლელი ვ.მ. კოლომენსკი.
საბჭოთა კავშირის გმირს, გერმანელთა ტყვებაში მყოფ მაიორ იაკობ ივანოვიჩ ანტონოვს გერმანელი კოლეგები ყურადღებით უსმენენ.
მფრინავებისა და ავიატექნიკოსების ჯგუფური ფოტო თვითმფრინავ А-20 "ბოსტონთან".
აზოვის ფლოტილიის ჯავშნოსანი მატარებელი "სამშობლოსთვის".
გერმანული ჯავშანტრანსპორტიორები კუბანის სტეპში.
ვერმახტის გენერალ-მაიორის, ნოვოროსიისკთან ახლოს მოკლული ალბერტ ბუკის საფლავი.