პაველ სუდოპლატოვი - ლეგენდარული ჯაშუში, რომლის მიერ ჩატარებული ოპერაციები კონტრდაზვერვის მუშაობის "ოქროს კოლექციაშია" შესული. როგორც თავისი დროის ერთ-ერთ ყველზე წარმატებულ მზვერავს, მას სტალინის "ტერმინატორადაც" მოიხსენიებენ. გთავაზობთ მისი ხელმძღვანელობით
1. ევგენი კონოვალცის ლიკვიდაცია
უკრაინის სამხედრო ორგანიზაციის (УВО) ლიდერის, ევგენი კონოვალცის ლიკვიდაციის ოპერაცია ჟანრის კლასიკად ითვლება. კონოვალეცი საშიში იყო რადგან მჭიდრო კავშირი ჰქონდა აბვერთან (Abwehr - გერმანიის ვერმახტის სამხედრო სადაზვევრო განყოფილება), რამდენჯერმე პირადად შეხვდა ჰიტლერს და მისმა ხალხმა სწავლება გაიარა ნაცისტების პარტიულ სკოლაში. კონოვალეცი კოორდინირებას უწევდა უკრაინელ ნაცისტთა ქსელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მისი ორგანიზაცია მზად იყო, ომის დაწყების შემთხვევაში ჰიტლერის მხარდასაჭერად გამოსულიყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. 1934 წელს უკრაინელმა ნაციონალისტებმა მოკლეს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ბრონისლავ პერაცკი და საბჭოთა საკონსულოს თანამშრომელი, ანდრეი მაილოვი. ეს გახდა "უკანასკნელი წვეთი" - აუცილებელი იყო კონოვალცის მოშორება. ამისათვის უკრაინულ ნაციონალისტურ ირგანიზაციაში პავლუს ვალიუხის სახელით შევიდა პაველ სუდოპლატოვი. მან შეძლო კონოვალცის ახლო წრეში შეღწევა. მან ნაციონალისტურ ორგანიზაციაში ოთხი წელი დაჰყო და ბოლოს, 1937 წელს, სტალინმა შეხვედრაზე დაიბარა და კონოვალეცის მოშორების გეგმა გააცნო: იგი უნდა მომკვდარიყო ბომბის აფეთქებით, რომელიც კანფეტების ყუთში იქნებოდა ჩამონტაჟებული. დეტონატორი უნდა ამუშავებულიყო ყუთის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაბრუნებიდან ნახევარ საათში. რამდენადაც საბჭოთა კონტრდაზვერვამ ბოლო წუთამდე არ იცოდა ზუსტად სად ჩატარდებოდა ოპერაცია, სუდოპლატოვი რამდენიმე ვარიანტისთვის მოამზადეს. მას ასევე ნაბრძანები ჰქონდა, კრიტიკული სიტუაციის შემთხვევაში თავი მოეკლა - მთავარია, მტერს ცოცხალი არ ჩავარდნოდა. 1938 წლის 23 მაისს როტერდამში შევიდა ხომალდი "შილკა". სუდოპლატოვმა შეძლო კონოვალეცი სასტუმრო "ატლანტას" რესტორანში შეხვედრაზე დაეთანხმებინა. ეს იყო იდეალური ადგილი - სადგურთან ახლოს, ხმაურიანი რაიონი. "პავლუს ვალიუხი" ადგილზე 11:50-ზე მივიდა. კონოვალეცი მარტო იყო და "თანამზრახველს" ელოდა ხერესით სავსე ჭიქით ხელში, სუდოპლატოვმა კი თავისთვის ერთი კათხა ლუდი შეუკვეთა. ცოტა ხნის საუბრის შემდეგ ისინი შეთანხმდნენ ერთმანეთს შეხვედროდნენ 17:00-ზე ქალაქის ცენტრში. წასვლის წინ პავლუსმა ქურთუკის შიდა ჯიბიდან ამოიღო კანფეტების კოლოფი და კონოვალეცს გადასცა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩაირთო. რესტორნიდან გასულმა სუდოპლატოვმა მაღაზიაში ლაბადა და შლაპა იყიდა (კლასიკა!). მალე აფეთქების ხმაც გაისმა. ხალხი ინციდენტის ადგილისკენ გაცვივდა. დარწმუნდა რა ოპერაციის წარმატებით დასრულებაში, საბჭოთა აგენტი ყალბი საბუთებით ბარსელონაში გაემგზავრა.
2. "მონასტერი"
დიდი სამამულო ომის დასაწყისში საბჭოთა კონტრდაზვერვამ გადაწყვიტა გაევრცელებინა ლეგენდა საბჭოთა კავშირში მიწისქვეშა ორგანიზაციის არსებობის შესახებ, რომელიც ვითომდა ფაშისტებს უჭერდა მხარს. მისი "წევრებიდან" უმეტესობა ნოვოდევიჩის მონასტერში ცხოვრობდა - აქედან წარმოდგა ოპერაციის სახელწოდება. ეს იყო პაველ სუდოპლატოვის მიერ მოფიქრებული რთული ნაბიჯი. ოპერაცია "მონასტერის" ცენტრალური რგოლი იყო ალექსანდრე პეტროვიჩ დემიანოვი, რომელიც ჯერ კიდევ 1929 წელს იქნა კონტრდაზვერვის მიერ ჩანერგილი. კეთილშობილი წარმომავლობის დემიანობი დიდი ხნის განმავლობაში პარიზში ცხოვრობდა და ემიგრანტებს შორის ფართო კონტაქტები ჰქონდა. 1929 წელს "გეინე" (დემიანოვის ოპერატიული ზედმეტსახელი) მოსკოვში ჩამოიყვანეს, როგორც ჩანერგილმა აგენტმა, დაიწყო ბოჰემური ცხოვრება და თანადათან შეაღწია საბჭოთა "მეხუთე კოლონის" წრეებში. ამ პერიოდში მან გაიცნო გერმანელი მზვერავები და მათი ნდობა მოიპოვა ფსევდონიმით "მაქსი". 1942 წლის 17 თებერვალს რუსმა კონტრმზვერავებმა დემიანოვის "გაქცევა" მოაწყვეს გერმანულ მხარეზე. გერმანელებს იგი საკუთარი სახელით წარუდგა და უთხრა, რომ საიდუმლო ფაშისტური ორგანიზაციის, "გვირგვინის" წევრი იყო. "გეინე-მაქსმა" მომზადების ინტენსიური კურსი გაიარა, რის შემდეგაც იგი პარაშუტით გადმოსვეს იაროსლავსკის ოლქში, საიდანაც დემიანოვი მოსკოვში გაემგზავრა. გერმანელებთან კავშირი ორგანიზებული იყო დემიანოვის სიმამრის მიერ. მასთან მიდიოდნენ გერმანელი კურიერები და ის აკავშირებდა მათ "მაქსთან". ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობდა, საბჭოთა კონტრდაზვერვა კურიერთა უმრავლესობას იჭერდა და ჩანერგვას ახდენდა, ხელში იგდებდა მათ რაციებს. სამუშაო ისე სუფთად კეთდებოდა, რომ გერმანელი მზვერავები, რომლებიც სინამდვილეში უკვე რუსების მიერ იყვნენ ჩანერგილნი, აბვერისგან ჯილდოებსაც კი იღებდნენ. ოპერაციის მსვლელობისას 50-ზე მეტი აგენტი იქნა აყვანილი და გერმანელებისგან რამდენიმე მილიონი რუბლი აღებული. ოპერაცია "მონასტერის" მთავარი აზრი კი იყო დეზინფორმაციის გავრცელება. ამის წყალობით, მაგალითად 1942 წლის ნოემბერში ფაშისტური ძალები სტალინგრადიდან რჟევისკენ იქნა გადასროლილი და მარშალ პაულიუსის 300 ათასიანი არმია ალყაში იქნა მოქცეული. 1944 წლის ზაფხულში ოპერაცია "მონასტერი" ოფიციალურად შეწყდა. "გეინე" ვითომდა ბელარუსიის სარკინიგზო ჯარებში გაემგზავრა. სინამდვილეში კი ალექსანდრე დემიანოვმა მონაწილეობა მიიღ კიდევ ერთ ოპერაციაში, სახელწოდებით "ბერეზინო".
3. "ბერეზინო"
ოპერაცია "ბერეზინო" "მონასტრის" ლოგიური გაგრძელება გახდა. მთავარ ფიგურად მასში ისევ ალექსანდრე დემიანოვი იყო. 1944 წლის 18 აგვისტოს საბჭოთა მზვერავმა გადმოსცა ინფორმაცია: ბერეზინის რაონში ვერმახტის დიდი რაზმი გადარჩა, 2 ათასზე მეტი ადამიანი სასწაულებრივად გადაურჩა დაბომბვას და თავი ჭაობიან ადგილს შეაფარა. "რაზმს" სათავეში ედგა საბჭოთა დაზვერვის მიერ ჩანერგილი პოდპოლკოვნიკი შერხორნი. პასუხს მთელი კვირა ელოდნენ. გერმანელები ამოწმებდნენ ინფორმაციას, მაგრამ ბოლოს მაინც "წამოეგენ" და მითითებულ ადგილზე გადმოსხეს რადისტები, საბრძოლო მასალა და საკვები პროდუქტი. საარქივო მონაცემების მიხედვით, 1944 წლის სექტემბრიდან 1945 წლის მაისამდე ამ გეგმის წყალობით საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გერმანელებმა სულ 39-ჯერ განახორციელეს შემოფრენა, გადმოსვეს 22 მზვერავი (რომელთაგან ყველა იქნა დაჭერილი რუსი კონტრდაზვერვის მიერ), შემოიტანეს 13 რადიოსადგური, უამარავი შეიარაღება, საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი და 1 777 000 რუბლი.
ოპერაცია "ბერეზინო"-ში მონაწილეობას იღებდნენ ნამდვილი გერმანელი ოფიცრები, რომლებიც წითელი არმიის მხარეზე გადმოვიდნენ. ისინი განასახიერებდნენ "ძლივს გადარჩენილ რაზმს", ხოლო გერმანელ პარაშუტისტებს ადგილზე ჩამოფრენისთანავე ამუშავებდნენ საბჭოთა კონტრმზვერავები და რთავდნენ ერთგვარ რადიოთამაშში. "საკუთარი" რაზმის მომარაგებას გერმანია ომის დასასრულამდე აგრძელებდა. 1945 წლის 5 მაისს გაგზავნილ უკანასკნელი რადიოგრამა იტყობინებოდა: "ძალიან ვწუხვართ, რომ იძულებული ვართ შევწყვიტოთ თქვენი დახმარება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ასევე ვეღარ შევძლებთ თქვენთან რადიოკავშირის გაგრძელებას. რასაც არ უნდა გვიქადდეს მომავალი, ჩვენი გული და გონება მუდამ იქნება თქვენთან, რომლებსაც ასეთ მძიმე წუთებში იმედი გაგიცრუნვდათ."
4. "იხვი" ანუ "ლომზე ნადირობა"
როცა ესპანეტში სამოქალაქო ომი რესპუბლიკელების დამარცხებით დასრულდა, აშკარა გახდა, რომ ლევ ტროცკის დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენოდა. მისი გავლენა, განსაკუთრებით მომავალი მსოფლიო ომის წინ, უნდა შეწყვეტილიყო. სუდოპლატოვის ხელმძღვანელობით ესპანეთში მზადდებოდა საბჭოთა დაზვერვისთვის მომავალი კადრები. მათ შორის ისინიც, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ სუდოპლატოვის ყველაზე ცნობილ ოპერაციაში სახელწოდებით "იხვი", რომელსაც თავად პავლე ანატოლიევიჩი "ლომზე ნადირობას" უწოდებდა. ტროცკიზე თავდასხმის მომავალი ხელმძღვანელი ნაუმ ეიტინგონი (ფსევდონიმით "კოტოვი"), ასევე მონაწილეობდა ესპანეთის სამოქალაქო ომში, სადაც მაინც გაიცნო რამონ მერკადერის დედა, კომუნისტი მაია კარიდადი. გაცნობიდან სულ მალე მერკადერიც და დედამისიც საბჭოთა დაზვერვის მიერ იქნა ჩანერგილი. რამონი (ოპერატიული სახელი "რეიმონი")1938 წელს პარიზში დაუახლოვდა ტროცკის სამდივნოს თანამშრომელს, სილვია აგელოფს. მალე მათ იქორწინეს. მერკადერი არ ჩქარობდა. იგი მექსიკაში ჩავიდა 1939 წელს და "მოხუცის" (ასე ეძახდნენ ოპერაციის ფარგლებში ტროცკის) სახლში არ გამოჩენილა 1940 წლის მარტამდე. იმავე წლის მაისში სიკეიროსის წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ, ტროცკი უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენდა. მიუხედავად ამისა, მერკადერმა მაინც შეძლო მისი ნდობის მოპოვება. 20 აგვისტოს ლევ ტროცკიმ კაბინეტში შემოუშვა მერკადერი და იმდენად დაუფიქრებლად მოიქცა, რომ საშუალება მისცა მას "ბრმა ზონაში" დამდგარიყო და იქიდან განეხორციელებინა სასიკვდილო დარტყმა. სუდოპლატოვის მემუარების მიხედვით ტროცკის სახლთან მერკადერს მანქანა ელოდა, რომელშიც დედამისი და ეიტინგონი ისხდნენ, მაგრამ მათ ისღა დარჩენოდა, დაენახათ როგორ გამოიყვანეს ნაცემი "რაიმონდი" და წაიყვანეს. თავად კი იმავე სარამოს კუბაში გაფრინდნენ.
5. შუხევიჩის ლიკვიდაცია
უკრაინელ მეამბოხეთა არმიის ხელმძღვანელის, რომან შუხევიჩის დაჭერის გეგმა სუდოპლატოვისა და დროზდოვის მიერ 1950 წლის 5 მარტს დამტკიცდა. 3 მარტს კონტრდაზვერვის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა შუხევიჩის თანამზრახველი და საყვარელი, დარინა გუსიაკი ("ნიუსია"). დაკავების დროს მან წინააღმდეგობა გასწია და საწამლავიანი კაფსულის გადაყლაპვა სცადა, თუმცა წარუმატებლად. მიხვდნენ რა, რომ საჭირო ინფორმაციას მისგან ვერანაირაც ვერ მიიღებდნენ, დარინას იზოლირება მოახდინეს და ხმა გაავრცელეს მისი სიკვდილის შესახებ. იმისათვის, რათა "ნიუსიას" ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები შუხევიჩზე გაეყვანა, კამერაში შემდეგი კლასიკური მოქმედება დადგეს: "ნიუსიამ" გაიცნო მეორე ვითომდა დაკავებული - კონტრდაზვერვის აგენტი, ფსევდონიმით "როზა". ომის დროს "როზა" თანამშრმლობდა გესტაპოსთან და კარგად იცნობდა უკრაინელ მემბოხეთ არმიის საქმიანობას. "როზამ" ადვილად მიპოვა "ნიუსიას" ნდობა. რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ვერაფერი იპოვეს და მალე სახლშიც გაუშვებდნენ. ამასთან, "როზამ" დარინას შესთავაზა გათავისუფლების შემდეგ სასურველი ადრესატისათვის წერილის გადაცემა. "ნიუსია" ასეც მოიქცა, მისწერა წერილი შუხევიჩს და სთხოვა "მეგობარს" მისი გადაცემა. ასე დაადგინეს შუხევიჩის დაახლოებითი ადგილმდებარეობა. დაკავების დროს მან წინააღმდეგობა გასწია და ერთი ოპერატიული თანამშრომელი იმსხვერპლა. ოპერაციის დროს თავად შუხევიჩიც მოკლულ იქნა.