სხვა სოც. ქსელში დადებული 10 აკრძალული ფოტო, რომელთა გადასაღებად კანონი დაარღვიეს 2016, 9 მაისი, 13:39
თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს ღირსშესანიშნაობები, რომელთა ფოტო თუ ვიდეო გადაღება კატეგორიულად არის აკრძალული. ტურისტებს იქ, ცხადია უშვებენ, რადგან ეს შემოსავლის წყაროა, მაგრამ გადაღებას კი უკრძალავენ. დაუმორჩილებლობა ზოგ ქვეყანაში ჯარიმით ისჯება, ზოგში კი - პატიმრობით. თუმცა ცნობისმოყვარე მოგზაურებს ამგვარი აკრძალვები მაინც ვერ აშინებთ და კარგი ფოტოსთვის ტურისტები რისკზეც მიდიან. გამომცემლობა Business Insider-მა გამოაქვეყნა Instagrаm-ზე დადებული საუკეთესო ფოტოები, რომლებიც ამგვარ "აკრძალულ ადგილებშია" გადაღებული. მეფეთა ხეობა, ეგვიპტე ეგვიპტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობაში - მეფეთა ხეობის სამარხებში ფოტოგრაფირება სასტიკად აკრძალულია. კომპლექსის თანამშრომლები ტურისტებს სთხოვენ მობილური, ფოტო და ვიდეო აპარატები შესასვლელში მდებარე სპეციალურ ყუთებში დატოვონ. დამრღვევებს სხვადასხვაგვარად ექცევიან: შეიძლება უბრალოდ გაიყვანონ და ამ შემთხვევაში ტურისტს მოუწევს მცხუნარე მზის ქვეშ დაელოდოს თავის ჯგუფს, ან შეიძლება დააჯარიმონ. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ახერხებენ სასურველ ადგილას ფოტოგრაფირებას. რა თქმა უნდა, ამგვარად გადაღებული ფოტო არც თუ ისე კარგი ხარისხის გამოდის, მაგრამ მთავარი აქ ხომ აკრძალულ კადრებზე ნადირობაა და არა ხარისხი. პრეზიდენტის სასახლე, არაბთა გაერთიანებული საამიროები უფრო სერიოზული სასჯელი გელით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. შარშან აბუ-დაბიში აკრძალული ფოტოს გადაღებისთვის 70 წლის ამერიკელი ტურისტი ციხეში ჩასვეს. ზემოთ მოცემულია სწორედ ის საბედისწერო ფოტო. ელჩების სასახლეების გარდა, ქვეყანაში აკრძალულია ასევე ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის - პრეზიდენტის სასახლის ფოტოგრაფირება. თუმცა არიან ისეთი ტურისტებიც, რომლებსაც კანონების სიმკაცრეც კი ვერ აჩერებთ. იას მარინას ტრასა, არაბთა გაერთიანებული საამიროები კიდევ ერთი აკრძალული ობიექტი საამიროებში არის იას მარინას ცნობილი ტრასა, მონაკოს ავტოდრომის აღმოსავლური ანალოგი. 2011 წელს ადგილობრივმა პოლიციამ ორი ბანგლადეშელი ტურისტი დააპატიმრა ტრასაზე ფოტოს გადაღებისთვის. სასამართლოში უცხოელებმა განაცხადეს, რომ ვერ შენიშეს ამკრძალავი ნიშნები, რის გამოც სასამართლომ გაამართლა. შეიძლება სწორედ ამ შემთხვევამ გაათამამა სხვა ტურისტები და თანდათან იწყეს ტრასაზე გადაღეული ფოტოების დადება სოციალურ ქსელებში. ზემოთ მოცემული ფოტო აღნიშნულ აკრძალულ ადგილზე გადაღებული ერთ-ერთი უახლესი სურათია, რომელიც ინსტაგრამზე გამოჩნდა. ადმინისტრაციული შენობები, ბელარუსი თითქოს ბელარუსი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს არაფრით ჰგავს, მაგრამ ტოფო-ტაბუ აქაც ანალოგიურად მოქმედებს. გასულ წელს ქვეყანაში აკრძალეს ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობის გადაღება. მათ კი, ვინც აღნიშნულ აკრძალვას არ გაითვალისწინებს, დაკავება და მილიციელებთან "გასაუბრება" ელით. ამგვარი შენობები, ცხადია, "ღირსშესანიშნაობებად" ვერ ჩაითვლება და ტურისტების ინტერესს არც არასოდეს იწვევდა, მაგრამ აკრძალვის შემოღებამ ყველაფერი შეცვალა. ახლა უკვე ყველა ცდილობს საბჭოთა ეპოქის ამ ნაგებობებთან ფოტოს გადაღებას - აკრძალული ხილი ხომ ასეთი ტკბილია... სიქსტის კაპელა, ვატიკანი ხმამაღლა საუბარი და ფოტოგადაღება - ეს არის ორი მთავარი აკრძალვა, რომელიც ვატიკანის სტუმრებმა უნდა გაითვალისწინონ. დარღვევისთვის ჯერ ჯარიმა არ არის გათვალისწინებული - არის მხოლოდ "მორალური" სასჯელი. თუ შეამჩნევენ, რომ ტურისტი ფოტოს იღებს, ჩამოართმევენ აპარატს შენობიდან გასვლამდე ან უბრალოდ გააძევებენ. თუმცა იშვიათ ფოტოებზე მონადირეები მაინც ახერხებენ სასურველი ფოტოს გადაღებას, როგორც, მაგალითად, ეს მომხმარებელი: ზოგი კი ძველი ფრესკების ფონზეც ახერხებს სელფის გადაღებას. როსლინის კაპელა, შოტლანდია მსგავსი წესები არსებობს შოტლანდიის სოფელ როსლინში მდებარე გოთიკურ ეკლესიაში. კაპელის ინტერიერის ფოტოგრაფირებისთვის მართალია, არ აჯარიმებენ, მაგრამ ეკლესიიდან კი აძევებენ, თან სამაგალითოდაც არცხვენენ. ასეთი მსუბუქი სასჯელი, ცხადია, ბევრ ტურისტს ვერ აჩერებს. დოლმაბახჩეს სასახლე, თურქეთი სტამბულში, მე-19 ს-ში აგებული, ოსმალეთის სულთნების სასახლე თავისი მდიდრული ინტერიერით ევროპულ რეზიდენციებს არ ჩამოუვარდება. მასში თითქმის ყველაფერი ოქროსი, ძვირფასი ქვებისა და ბოჰემური მინისაა. ოღონდ ამ ყველაფრის გადაღება არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დაგაჯარიმონ და სასახლიდან გაგაძევონ. მაგრამ ტურისტები აქაც ახერხებენ აკრძალვის გვერდის ავლას. ვან გოგის მუზეუმი, ჰოლანდია 2015 წლამდე ამსტერდამში მდებარე მუზეუმში, სადაც ვან გოგის ნამუშევრების ყველაზე დიდი ნაწილია თავმოყრილი, დამთვალიერებლებს ფოტოების გადაღება შეუზღუდავად შეეძლოთ. მაგრამ გასულ წელს ადმინისტრაციამ, ყველასათვის მოულოდნელად, გადაღება აკრძალა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელეს გაღიზიანება, რომელსაც მოყვარული ფოტოგრაფები იწვევდნენ მუზეუმის სხვა დამთვალიერებლებში. რას ვიზამთ, ახლა უკვე ჰოლანდიელი პოსტიმპრესიონისტის ხელოვნებისა და Instagram-ზე სურათების განთავსების მოყვარულებს ფოტოების გადაღება არალეგალურად უხდებათ. როგორ ხედავთ, აღნიშნული აკრძალვა ყველაზე მეტად ფოტოების ხარისხზე აისახა. "ხარების რბოლა", ესპანეთი ესპანეთის ქალაქ პამპლონაში აკრძალულია ფოტოგადაღება ენსიეროს - გააფთრებულ ხარებთან ერთად გარბენის დროს. აკრძალვის დარღვევისათვის გათალისწინებულია ჯარიმა, თუმცა "ცხელ-ცხელ" ფოტოებზე მონადირეებს ეს დაბრკოლება არ აშინებთ და გარბენის დროს ფოტოების გადაღებას მაინც ახერხებენ. ასე მოხდა შარშანაც, როდესაც ერთ-ერთმა მონაწილემ მოახერხა და გარბენის დროს რამდენიმე სელფის გადაღება შეძლო. ადგილობრივმა პოლიციამ მაშინვე დაიწყო კანონდამრვევის ძებნა, რომელსაც ჩადენილისთვის 4000 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა ემუქრებოდა. თუმცა, ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების მიხედვით, პოლიციამ წესრიგის დამრღვევი დღემდე ვერ იპოვა. ლენინის მავზოლეუმი, რუსეთი ფოტო-ტაბუები რუსეთშიც მოქმედებს, მათ შორის ყველაზე მკაცრად არის აკრძალული ლენინის მავზოლეუმში ფოტოგრაფირება. შესვლისას ვიზიტორებს საგულდაგულოც ჩხრეკენ, რათა შენობაში ფოტოტექნიკა არ შეიტანონ და შიგნითაც, მავზოლეუმის თანამშრომლები ტურისტების ყველა ნაბიჯს უთვალთვალებენ. თითქოს ამგვარ პირობებში სურათის გადაღება მართლა შეუძლებელია...მაგრამ, როგორც ჩანს, არა! 824 10-ს მოსწონს
|