x
image
natia.a
ჩაძინებული გოგონას ამ ფოტომ მსოფლიო შეძრა - დააკვირდით მის ხელს!
image

ბოლო დროს ხშირად ჩნდება ინტერნეტში ფოტოები, რომლებიც მნახველში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს და სამყაროში, რომელშიც ყოველი მხრიდან დიდი რაოდენობით ძალადობა და სიძულვილი მოდის, დადებითი მუხტის ძლიერი ნაპერწკალივით გაიელვებს ხოლმე. სწორედ ერთ ამგვარ ფოტოზე გიამბობთ დღეს.

მისისიპის შტატის ქალაქ კლარკსდეილის პრესვიტერიანულ სკოლაში უმცროსკლასელებისთვის ძილის საათი დასრულდა, ოთახში სინათლე ჩართეს და დაინახეს ერთი თითქოს ჩვეულებრივი, მაგრამ ისეთი შთამბეჭდავი სურათი, რასაც მთელი ცხოვრება ვერ დაივიწყებენ: ორ პატარა გოგოს, თეთრსა და მუქკანიანს ხელიხელჩაკიდებულებს ეძინათ! გოგონების მასწავლებელი, ოლივია სტოუნი იმდენაც შეძრული იყო ნანახით, რომ მძინარე პატარები ფოტოზე აღბეჭდა. ასეთი ფოტო შეუძლებელია ვინმეს არ მოწონებოდა და სურათი სულ მალე სოციალურ ქსელში სკოლის ყველა თანამშრომლის გვერდზე აღმოჩნდა გაძიარებული. სულ რამდენიმე საათში აღნიშნული ფოტო ინტერნეტში წარმოუდგენლად პოპულარული გახდა. მას იწონებდნენ სოციალური ქსელების მომხმარებლები მთელი პლანეტიდან.
image

"ეს ფოტო ინტერნეტში გამოჩნდა იმისთვის, რომ დაამტკიცოს: ყველა ცრურწმენა მხოლოდ ჩვენში არსებობს. მე მხოლოდ იმას შევთხოვ უფალს, რომ ეს გოგონები განუყრელ მეგობრებად დარჩნენ მთელი ცხოვრების მანძილზე", - წერს კრიტენ კარნეგი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. ორმა პატარა გოგონამ გაუცნობიერებლად აჩვენა მთელ სამყაროს, რომ ადამიანი იბადება გარკვეული კანის ფერით, თუმცა თავად არ ირჩევს მას. არც ერთი არ არის მეორეზე უკეთესი ან უარესი. ჩვენ ყველა ერთად ვართ - სწორედ ეს არის მშვიდობიანი სოციუმი. ყველაფერი დანარჩენი უმნიშვნელოა.

უბრალოდ შეხედეთ ამ ფოტოს და დაიმახსოვრეთ იგი!


ასევე საინტერესოა:


1. ახალგაზრდა ექთნის ამ სიტყვებმა მთელი ინტერნეტი შეძრა!

2. ამბავი სიყვარულისა, რომლის წინააღმდეგი იყო მთელი მსოფლიო - ბევრისთვის უცნობი ისტორია

3. დიასახლისი, რომლის სიტყვებმა ათასობით ადამიანს გული აუჩუყა - წაკითხეთ და დაიმახსოვრეთ!

4. თავიდან ვერავინ ხვდება, რატომ დაიპყრო მთელი ინტერნეტი ამ ფოტომ...

3
22493
9-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
22493
  
2019, 24 ოქტომბერი, 10:40
შეძრული ვარ, ნამეტანი
2016, 30 ნოემბერი, 23:31
ეს სურათი 60-იან წლებში სწორედ რომ მისისიპის შტატში გამოქვეყნებულიყო, აი, მაშინ შეიძვრებოდა ამერიკაც და მსოფლიოც, მაგრამ ობამაპრეზიდენტგამოვლილ ამერიკაში ასეთი სურათი თუ კიდევ საოცრებაა და არ ვიცი...)
2016, 30 ნოემბერი, 13:10
ემოციური მომენტია ნამდვილად!
0 1 3