საზოგადოება დიასახლისი, რომლის სიტყვებმა ათასობით ადამიანს გული აუჩუყა - ყველამ წაკითხეთ და დაიმახსოვრეთ! 2016, 22 აპრილი, 14:21 ![]() ![]() ![]() "ერთ დღეს ფსიქოლოგთან მიღებაზე ბანკის თანამშრომელი მივიდა. მამაკაცი უკიდურესად აღელვებული და იმედგაცრუებული იყო. როცა ექიმმა ამგვარი მდგომარეობის მიზეზი ჰკითხა, მამაკაცმა უპასუხა, რომ ბოლო დროს ცოლთან სერიოზული პრობლემები შეექმნა - თურმე ქალი სათანადო ყურადღებას აღარ უთმობდა და გამუდმებით დაღლილობას იმიზეზებდა. არადა ჩემი ცოლი საერთოდ არ მუშაობს! - დაიჩივლა მამაკაცმა. - თქვენ სად მუშაობთ? - შეეკითხა ფსიქოლოგი. - ბუღალტერად ვმუშაობ, ბანკში. - თქვენი ცოლი? - ის არ მუშაობს. - ესე იგი, თქვენი ცოლი დიასახლისია? - დიახ, ჩვენს შვილებს უვლის. ფსიქოლოგმა ყურადღებით შეხედა მამაკაცს და განაგრძო: - ნება მომეცით შეგეკითხოთ, საუზმეს ვინ ამზადებს ოჯახში? - რა თქმა უნდა ჩემი ცოლი, ის ხომ არ მუშაობს. - და დილით რომელ საათზე დგება? - ადრე დგება, საუზმე ხომ უნდა მოამზადოს, ბავშვებს სკოლაში წასასვლელად ტანსაცმელი უნდა გაუმზადოს, მერე უნდა გააღვიძოს და მოაწესრიგოს. - თქვენი შვილები თავად დადიან სკოლაში? - არა, სკოლა საკმაოდ შორს არის ჩვენი სახლიდან, ამიტომ მეუღლეს თვითონ დაჰყავს მანქანით. ფსიქოლოგი შეიშმუშნა და ისევ განაგრძო: - როგორც ვხვდები სკოლიდანაც თქვენს მეუღლეს მოჰყავს, არა? - დიახ, რა თქმა უნდა. - და რითაა დაკავებული თქვენი ცოლი, როცა ბავშვები სკოლაში არიან? - ჩვენს პატარა ბიჭუნას უვლის, ის ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა. - და სულ ესაა? მამაკაცი ერთი წამით ჩაფიქრდა და განაგრძო: - ნუ...ამას გარდა კიდევ მაღაზიაში პროდუქტებს ყიდულობს, სახლს ალაგებს. სკოლიდან რომ მოიყვანს უფროს შვილებს, საშინაო დავალებების შესრულებაში ეხმარება. - თქვენ რომ ბრუნდებით საღამოს სახლში რას აკეთებთ? - ვისვენებ, რა თქმა უნდა. სამუშაოზე ხომ ვიღლები. - და ამ დროს თქვენი ცოლი რას აკეთებს? - ვახშამს გვიმზადებს, შემდეგ ჭურჭელს რეცხავს და სამზარეულოს ალაგებს. ეს ხომ თავისთავად იგულისხმება. - ბევრს მიაჩნია, რომ ეს სამუშაო "თავისთავად იგულისხმება". მაგრამ ამ ყველაფერის შემდეგ, შეიძლეა იმის მტკიცება, რომ ცოლი არაფერს აკეთებს და უსაფუძვლოდ იგონებს დაღლილობას? - შეეკითხა ფსიქოლოგი. მამაკაცმა ამაზე არაფერი უპასუხა. თუმცა თვალებზე აშკარად ეტყობოდა ცრემლები. შემდეგ ადგა, ექიმს ხელი ჩამოართვა და შეცბუნებულმა უთხრა: - გმადლობთ, ექიმო...ახლა ჩემთვის ყველაფერი გასაგებია... დიდი მადლობა! დიასახლისი - ეს არ არის მხოლოდ ქალი. ეს ერთდროულად ძიძა, დამლაგებელი, მზარეული, მედდა, მასწავლებელი და კიდევ უამრავი სხვა პროფესიაა. ეს უმძიმესი სადღეღამისო შრომაა. ამასთან დიასახლისებს არც დასვენების დღეები აქვთ, არც შვებულება და არც ავად გახდომის გამო სამსახურის გაცდენის უფლება აქვთ! ქალი-დიასახლისი მარილს ჰყავს. სანამ გვერდით არის, ყურადღებას არავინ აქცევს და მისი შრომა "ნაგულისხმევად" მიაჩნიათ. მისი არყოფნის შემთხვევაში კი ცხოვრება უგემური ხდება..." 1536 8-ს მოსწონს 1-ს არა
|