საზოგადოება ვინ უყვარდა თამარ მეფის ვაჟს და რომელი სექტის შეხედულებებს აღიარებდა ლაშა-გიორგი 2017, 25 ოქტომბერი, 13:06 ![]() ![]() "ლაშა იყო არავისთვის მოშურნე, უხვი, მლოცველი, მმარხველი, განმკითხველი, მოწყალე... ტანითა ძლიერი, მხნედ მოისარი, ნადიმობათა შინა მოსწრაფე, ლაღი და თვითბუნებოვანი... ახოვანი დავითიანი და გორგასლიანი, " - ასე ახასიათებს ჟამთააღმწერელი ლაშა-გიორგის. თუმცა იმასაც დასძენს, რომ ახალგაზრდა მეფე არ ემორჩილებოდა თამარის დროინდელ ვეზირებსა და მრჩეველებს და დროს თავის მოასაკეებთან ერთად ღვინის სმასა და დიაცებთან სიარულში ატარებდა. ![]() ჟამთააღმწერლის ამგვარი პოზიცია გასაგებიცაა, რადგან ლაშა არ იყო მორჩილი მართლმადიდებელი ქრისტიანი. მისი მრწამსი ახლოს იდგა ე.წ. რინდებთან, რაც ბევრის აზრით, საქართველოს მეფისთვის მიუღებელი იყო. "რიდები" ერთგვარ სექტას წარმოადგენდნენ და ტრადიციულისგან განსხვავებული თვისების, მრწამსისა და შეხედულების მატარებლები იყვენ. ისინი არ ცნობდნენ ორთოდოქსულ რელიგიებს, არ სწამდათ რელიგიური თვითგვემა და ასკეტიზმი და ღმერთან დაკავშირების საშუალებად ადამინური თავისუფლება მიაჩნდათ. ამ მრწამსის მიმდევარი იყო ცნობილი აღმოსავლელი მედიკოსი და ფილოსოფოსი იბნ-სინა, რომელიც დასავლეთში ავიცენას სახელით არის ცნობილი, ასევე ომარ ხაიამი, ჰაფეზი და სხვ. სხვათა შორის, რინდებს ყარაჩოღელთა წინაპრებად მიიჩნევენ. ![]() ეკლესია და თავადაზნაურობა იმდენად იყო აღშფოთებული ამ ფაქტით, რომ ერთხელაც მეფის სასახლეში არყოფნით ისარგებლეს და ქალი სასახლიდან ძალით წაიყვანეს. ამჯერად მეფემ საყვარელი ქალის დაბრუნება ვეღარ შეძლო. თუმცა სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული დარჩა და სხვა ცოლი არ შეურთავს... სწორედ ველისციხელი ქალის "მდაბიო" სისხლის ჩქეფდა ისეთი სახელოვანი მეფეების ძარღვებში, როგორებიც იყვნენ მათი შვილიშვილი, დემეტრე თავდადებული და მოგვიანებით - გიორგი ბრწყინვალე... ასევე დაგაინტერესებთ: 1. ცეკვა "ქართული" - რა იმალება ყველა ქართველისთვის საყვარელი ცეკვის მიღმა ![]() 2. 7 პიკანტური ისტორიული ფაქტი, რომელსაც სკოლაში არ ასწავლიან ![]() 3. ვინ იყო თამარ მეფის შვილიშვილი, რომელზეც ისლამურ სამყაროში ლეგენდებს თხზავდნენ... ![]() 4. ლენინის საიდუმლო სიყვარული - ქალი რომელიც ბელადის მუზა იყო ![]() 5. რა ითხოვა სიკვდილის წინ სესილია თაყაიშვილმა და რატომ მოხვდა Pink Floyd-ის კლიპში ![]() 6. რატომ მოიკლა თავი სტალინის ცოლმა - სიყვარულის ისტორია, რომელიც დღემდე საიდუმლოა ![]() 7. საბჭოთა ეპოქის ყველაზე დაუჯერებელი ისტორია - მაიაკოვსკის სკანდალური სიყვარული ![]() 7260 17-ს მოსწონს |
დავით აღმაშენებელს ეპითეტით "დაუნდობელი" იხსენიებთ - გაცნობებთ, რომ ვერცერთ ისტორიულ, როგორც წერილობით ასევე ზეპირ (თუ თქვენს მსგავსად ვინმემ "ისე" თქვა და მერე სხვამაც აიტაცა) წყაროებში, ვერ ნახავთ დავით აღმაშენებელზე ცნობას, რომ ვინმე სიკდვილით დასაჯა (ომში ანუ ბრძოლისას ვინმეს მოკვდინება ამ შემთხვევაში არ ვრცელდება). ძელზე გასმა სიკვდილს არ ნიშნავდა, რომელსაც ყველაზე ხშირ არგუმენტად მოჰყავთ, რადგან კლდეკარის ერისთავი რამოდენიმეჯერ გასვა ძელზე, როდესაც მისი რომელიმე ციხე გაურჩდებოდა ნამეტანი. ბოლოს და ბოლოს, ეკლესია ასე ხელაღებით არ ანიჭებს წმინდანების სტატუსს, და გიორგი ბრწყინვალემაც განავრცო საქართველო იმავე საზღვრებში, რაც დავითმა, მაგრამ მან წმინდას სტატუსი არ დაიმსახურა, რადგანაც იგი მართლაც დაუნდობელი გახლდათ. ასევეა თამარ მეფეც, არც მის მეფობისას დასჯილა ვინმე სიკვდილით! და ეს არა მარტო იმ ეპოქაში, ეხლაც დაუჯერებელია, არა?