კინო რა ითხოვა სიკვდილის წინ სესილია თაყაიშვილმა და რატომ მოხვდა Pink Floyd-ის კლიპში 2017, 27 სექტემბერი, 9:56 ![]() "საკუთარი თავის თამაში ადვილია, საკუთარი მომავლის წინასწარმეტყველება კი ძნელი, მირჩევნია სიბერე განვასახიერო, რადგან ასაკში შესული ადამიანი უფრო საინტერესოა" - ამბობდა სესილია ერთ-ერთ ინტერვიუში და მართლაც, ადვილი შესამჩნევია, რომ იგი უმეტესად ხანდაზმულ პერსონაჟებს განასახიერებდა. ![]() მანანა (”ჭირვეული მეზობლები”), ვასასი (”ჩვენი ეზო”), ელპიტე (”საბუდარელი ჭაბუკი”), ოლღა (”მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”), ბორდოხანი (”დიდოსტატის მარჯვენა”), მარადია (”ნატვრის ხე”), ასინეთა (”დათა თუთაშხია”), ბუღალტერი ("ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი") და მრავალი სხვა პერსონაჟი, რომელიც დღემდე აღაფრთოვანებს მაყურებელს... ![]() ![]() 1926-30 წლებში სესილია თაყაიშვილი რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა, ხოლო 1930 წლიდან 1966 წლამდე მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრი იყო. გადაღების მოედანზე კი თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა და არც ფილმებში საკუთარი თავის ხილვა უყვარდა: "არ მიყვარს ჩემი თავი ეკრანზე, რადგან ვიცი - რაც გაკეთებულია, ვერ დააბრუნებ, ვერ გაასწორებ და არ მინდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, რომ შეიძლებოდა გაცილებით უკეთ მეთამაშა" - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში. მეუღლეს, ვასო გოძიაშვილს ექვსი წლის თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეებს ერთმანეთი უყვარდათ, სესილიამ ქმარს ვერ აპატია მექალთანეობა და, როგორც თავად ამბობდა, "მეორე სართულიდან გადმოუყარა ჩემოდნები". „ქალებში ვინ არ წასულა, ჩემი რომ გაუკვირდა? კინაღამ არ მამკლა, კაცო, ძლივს გამოვასწარი!" - იხსენებდა გოძიაშვილი წლების შემდეგ. ![]() ![]() ![]() თბილისის საპატიო მოქალაქე, რუსთაველის სახელობისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, სესილია თაყაიშვილი 1984 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. სიკვდილის წინ ერთადერთი რამ ითხოვა: ![]() "ვთხოვ, ჩემიანს ყველას, შემისრულონ ეს თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ. ჩემი არ გადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით, დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამოძებნით ჩემთვის ადგილს, საბურთალოში თუ შეიძლება. რა საჭიროა საპატიო ყარაული? ნუ დაღლით ხალხს. არავითარი სიტყვები: ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება. იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას". ასევე დაგაინტერესებთ: 1. 6403 27-ს მოსწონს
|