ყოველი მსახიობის კარიერაში მოიძებნება როლი, რომლის შესრულებასაც შემდეგში ნანობენ. სტატიაში შეიტყობთ ყველასათავის ცნობილი მსახიობების მიერ გამხელილი სანანებელი როლების შესახებ.
1. მარკ უოლბერგი - "მოვლენა", 2008
"სულაც არ მაქვს სურვილი ამ საზიზღარ ფილმზე ვილაპარაკო, მაგრამ კარგი, გეტყვით. ეს "მოვლენაა". წყეული "მოვლენა". წყეული ხეებით, წყეული მცენარეებით. რა ნაგავია! მე უბრალოდ მეცნიერ-მასწავლებლის როლის შესრულება მინდოდა. ნორმალური სურვილი იყო, რა მექნა აბა, ისევ პოლიციელს ან ქურდს ხომ არ ვითამაშებდი."
2. ჯორჯ კლუნი - "ბეთმენი და რობინი", 1997
"ოდესმე გეის როლი თუ შემისრულებია? იყო ასეთი. რეზინის მოტკეცილ კოსტიუმში დავდიოდი. და თან რეზინის ძუძუები მქონდა. შემეძლო ბეთმენი ნორმალურ ბიჭად განმესახიერებინა, ჰეტეროსექსუალად, მაგრამ არა, რატომღაც გეიდ წარმოვადგინე. თითქმის მოვკალით ფრანჩაიზი. ერთადერთი რაც ამ ფილმმა მასწავლა: არასოდეს, არასოდეს ჩაიცვათ ძუძუებიანი რეზინის კოსტიუმი!"
3. სილვესტრ სტალონე - "შეჩერდი! თორემ დედაჩემი გესვრით", 1992
"ბევრ საშინელ ფილმში მაქვს მონაწილეობა მიღებული. თუმცა "შეჩერდი! თორემ დედაჩემი გესვრის" - ერთმნიშვნელოვნად ყველაზე ცუდია. თუ ოდესმე ვინმესგან მკვლელობის აღიარება დაგჭირდებათ - უბრალოდ დასვით ეკრანთან და აყურებინეთ ეს ფილმი. 15 წუთის შემდეგ მზად იქნება ნებისმიერი რამ აღიაროს."
4. ალეკ გინესი - "ვარსკვლავური ომები", 1977
"ყველაფერზე ვნანობ რაც ამ ფილმს უკავშირდება, გამომუშავებული ფულის გარდა, რა თქმა უნდა. ფული ყოველთვის კარგია, მაგრამ ამგვარ ნამუშევარს არაფერი აქვს საერთო სამსახიობო ხელოვნებასთან. უხარისხო დიალოგები იყო, თან თავს მოხუცად და ახალგაზრდების წრეში ზედმეტად ვგრძნობდი."
(მოგვიანებით ჰარისონ ფორდმა აღიარა, რომ გადასაღებ მოედანზე ყველა მსახიობი სისულელეს აკეთებდა და სამუშაოს სერიოზულად ეკიდებოდნენ მხოლოდ მაშინ, როცა მოედანზე ალეკ გინესი ჩნდებოდა. უბრალოდ არ უნდოდათ შერცხვენილიყვნენ დამსახურებული მსახიობის წინაშე.
თავის ავტობიოგრაფიაში ალეკ გინესი იხსენებს, როგორ შეხვდა ერთხელ "ვარსკვლავური ომების" მცირეწლოვანი ფანატი, რომელსაც, როგორც თავად ამბობდა, ასჯერ მაინც ჰქონდა ნანახი ეს ფილმი. გინესი დათნხმდა ავტოგრაფის მიცემაზე, ოღონდ ერთი პირობით: აღარსოდეს აღარ უნდა ეყურებინა ეს ფილმი).
5. ბრედ პიტი - "ეშმაკის საკუთრება, 1997
"ეს ფილმი კი არა კატასტროფა იყო! ყველაზე უპასუხისმგებლო ნამუშევარი, რაც აქამდე მინახავს. თვალებს არ ვუჯერებდი!" (როგორც მიხვდით, პიტი ამაში პირველ რიგში ადანაშაულებს არა საკუთარ თავს ან ჰარისონ ფორდს, არამედ რეჟისორს, ალან პაკულას.)
6. ბობ ჰოსკინსი - "სუპერძმები მარიოები", 1993
ანკეტიდან:
— რომელი იყო ყველაზე ცუდი სამუშაო, რასაც ხელი მოჰკიდეთ?
— "სუპერძმები მარიოები".
— რომელია თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება?
— "სუპერძმები მარიოები".
— წარსულის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას იზამდით?
— უარს ვიტყოდი "სუპერძმები მარიოებში" მონაწილეობაზე.
7. მეგან ფოქსი - "ტრანსფორმერი: დამარცხებულების შურისძიება", 2009
ეს ფილმი გენიოსებისთვისაა. მე სცენარიც წავიკითხე, მონაწილეობაც მივიღე, ფილმსაც ვუყურე. მაგრამ დღემდე არ მესმის რა ხდება მასში. კიდევ არ მესმის რატომ არ ტკივათ თავი მაყურებლებს IMAX-ის ეკრანზე ამ ფილმის ყურებისას.
მაიკლ ბეის სურს იყოს ჰიტლერი მოედანზე, და მას ეს გამოსდის. მასთან მუშაობა სრული კოშმარია."
8. შონ კონერი - "გამოჩენილ ჯენტლმენებთა ლიგა", 2003
როცა საზეიმო საღამოზე შონ კონერს ჰკითხეს: "სად არის რეჟისორი ნორინგტონი?", მსახიობმა უპასუხა: "მოიკითხეთ საგიჟეთში".
(ამ ფილმზე მუშაობამ იმდენად უარყოფითი კვალი დატოვა როგორც შონ კონერის, ასევე სტივენ ნორინგტონის სულში, რომ მას შემდეგ ორივემ უარი თქვა კინოში მუშაობაზე. და მართლაც, ფილმის დასრულების შემდეგ ისინი თითქმის არარ ჩანან დიდ ეკრანზე.)
9. ბენ აფლეკი - "თავქარიანი", 2003
"ერთადერთი ფილმი, რომელიც სანანებელი მაქვს არის "თავქარიანი". ეს ფილმი საფლავში ჩამიტანს. სიუჟეტიც მომწონს, პერსონაჟიც - ამიტომ თავადაც ვერ ვხვდები რატომ არ მომწონს ასე ძალიან."
10. ჯესიკა ალბა - "ფანტასტიური ოთხეული: ვერცხლის სერფერის შემოჭრა", 2007
"გადაღების შეწყვეტა მინდოდა. რეჟისორი სულ იმას მეუბნებოდა: "ეს ზედმეტად რეალისტურად გამოიყურება. ნუთუ უფრო სიმპათიურად გამოიყურები როცა ტირიხარ? ლამაზად ისლუკუნე, ჯესიკა. სახეს ნუ ჭმუხნი და ნუ ამოძრავებ. ცრემლებს შემდეგ მიგახატავთ კომპიუტერით!".
"და მაშინ უნებურად გავიფიქრე, იქნებ არც ისე კარგი ვარ? იქნებ ჩემი ინსტინქტები და ემოციები არაფრად ვარგა? ნუთუ ყველას ისე ვძულვარ, რომ არ სურთ ჩემში რაიმე ცოცხალისა და პირადულის დანახვა? არ შემიძლია ვიყო ადამიანი სამუშაოზე?" ასე რომ, ჩემ თავს ვუთხარი, ჯანდაბაში წასულა ყველაფერი, სულაც აღარ დავიხარჯები ამ სამუშაოზე-მეთქი."