x
image
natia.a
რამდენია ნიკა გვარამიას ხელფასი - ინტერნეტში სახელფასო ამონაწერი ვრცელდება
image
ახლახანს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ერთ-ერთმა მომხმარებელმა, დათო ახვლედიანმა სტატუსი გაავრცელა თანდართული ფოტოთი, რომელშიც "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ხელფასია ასახული. როგორც ახვლედიანი აცხადებს, ინფორმაცია ტელეკომპანიის თანამშრომელმა მიაწოდა:


image

„რუსთავი 2-ის თანამშრომელმა მომაწოდა გამოგადგებაო.

ნიკა გვარამიას 2 თვის "გასამრჯელო" ეს ადამიანი გამოდის და გთხოვთ დახმარებას, ეს ადამიანი ითხოვს დღეს გვერდში დგომას...

იმ ადამიანების საყურადღებოდ ვინც იყო მისული მათ მხარდასაჭერად (არ ვიცი დღევანდელი დღის შემდეგ თუ დარჩა საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც მაგათ გამო ერთი ადგილიდან, მეორე ადგილზე გადაჯდება "ნიტოშტო" აქციაზე წავიდეს ან თანხა გადაურიცხოს)

სჯობს თქვენს ტ***ებს მიხედოთ, გვარამია 2 თვეში 100 000 იღებს“.




სოციალურ ქსელში აღნიშნულ პოსტს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა: ზოგი თანხის სიდიდით არის აღშფოთებული, ზოგი კი თვლის, რომ კერძო კომპანიას სრული უფლება აქვს იმდენი გადაუხადოს თანამსრომელს, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის და ეს არავის განსასჯელი არ არის.



ნიკა გვარამიას ხელფასით საზოგადოება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ტელეკომპანიის დირექტორმა ხალხს "რუსთავი 2"-ისათვის ფინანსური მხარდაჭერის თხოვნით მიმართა. გაზეთ "ვერსიაში" გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, გვარამიამ ორი წლის მანძილზე ხელფასის სახით მილიონზე მეტი ლარი მიიღო. თუმცა, სტატიის ავტორი იმასაც ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ კულუარებში მოპოვებულია და არა ოფიციალური წყაროდან.





2
5527
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
5527
  
2015, 30 ოქტომბერი, 23:27
ჰმ ხალხი რო არ გამოვიდეს მერე ვინგა დაიცავს "თავისუფალ სიტყვას" :D ეგ ტელევიზია ფულის საჭრელი მანქანა როა იმიტოა ასეთ დღეში მაგენი თორემ ძაან ადარდებთ ახლა მაგათ სიტყვის თავისუფლება :)
2015, 30 ოქტომბერი, 17:22
G–G
0 1 2