საზოგადოება ახალგაზრდა ექთნის ამ სიტყვებმა მსოფლიო მოიარა - აი, რას წერს იგი... 2018, 30 აპრილი, 11:04
კეიტლინ ბრასინგტონი ახალგაზრდა ექთანია, რომელიც, ისევე, როგორც ბევრი მისი კოლეგა, ყოველდღე იბრძვის სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. რა თქმა უნდა, მას ეს პროფესია იმისათვის არ აურჩევია, რომ გმირად გამოეცხადებინათ. მაგრამ სიტყვებმა, რომლებიც ერთ დღეს მას ნაცნობმა მიახალა, აიძულა ახალგაზრდა ქალი საჯაროდ დაეცვა საკუთარი თავი და თავისი კოლეგები:
"უბრალოდ მედდა" ეს-ეს არის სამსახურიდან სახლში დავბრუნდი და ჯერ ისევ ფორმა მაცვია. გზაში მაღაზიაში შევიარე, რძის საყიდლად, და ნეცნობი შემხვდა. ადრე არასოდეს ვუნახივარ ფორმაში და გაუკვირდა. თქვა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა თუ "უბრალოდ მედდა" ვიყავი. ვაუ! 18 წლის მუშაობის მანძილზე ბევრჯერ მსმენია ეს ფრაზა, მაგრამ დღეს რატომღაც გულზე მომხვდა. ნუთუ მე უბრალოდ მედდა ვარ? მე ვეხმარები ახალშობილებს დაბადებაში, ვეხმარები, როცა უჭირთ პირველი ამოსუნთქვა, და მე უბრალოდ მედდა ვარ. მე მიჭირავს ხელში მოხუცი ადამიანების ხელები და ვეხმარები, რათა არ დაიკარგნონ სიკვდილის პირას, და მე უბრალოდ მედდა ვარ. მე ვამშვიდებ გატანჯულ მშობლებს, რომლებმაც შვილები დაკარგეს და მე უბრალოდ მედდა ვარ. მე ვუწევ პაციენტებს პირველ დამხმარებას და ვუბრუნებ სიცოცხლეს, და მე უბრალოდ მედდა ვარ. მე იმ ექიმების თვალები, ყურები და ხელები ვარ, რომლებსაც თქვენი მორჩენა შეუძლიათ, და მე უბრალოდ მედდა ვარ. მე ვუგდებ ყურს ახალშობილების სუნთქვას, რათა გავიგო, ფილტვების რომელ ნაწილს არ მოეწოდება ჟანგბადი, და მე უბრალოდ მედდა ვარ. მე შემიძლია ვასწავლო პაციენტებს, სანიტარებს და უმცროს ექთნებს, და მე უბრალოდ მედდა ვარ. მე ვიცავ პაციენტებს დავების დროს სადაზღვევო კომპანიებთან, რომლებსაც მათი ჯანმრთელობა ყოველთვის პრიორიტეტად არ მიაჩნიათ, და მე უბრალოდ მედდა ვარ. მე ვტოვებ შობას, ჩემი შვილების დაბადების დღეებსა და სკოლის ზეიმებს იმისათვის, რომ თქვენს ახლობლებზე ვიზრუნო, და მე უბრალოდ მედდა ვარ. მე შემიძლია ავიღო სისხლი, ჭრილობაზე დავადო ნაკერები, და მე უბრალოდ მედდა ვარ. მე შემიძლია გადავარჩინო ადამიანი ინფარქტის დროს, ახალშობილი იქნება ეს, ბავშვი თუ მოზრდილი, და მე უბრალოდ მედდა ვარ. მე შემიძლია მასიდან გამომდინარე დავასახელო ადრენალინისა თუ ამიოდარინის დოზა, რომელიც თქვენს ბავშვს სიცოცხლეს დაუბრუნებს, და მე უბრალოდ მედდა ვარ. ჩემი ცოდნა და გამოცდილება ადამიანებს სიცოცხლეს უნარჩუნებს. ასე რომ, თუ მე უბრალოდ მედდა ვარ, საოცრად ვამაყობ ამით!" ასევე დაგაინტერესებთ: 1. მძინარე გოგონას ამ ფოტომ მსოფლიო შეძრა! - დააკვირდით ხელს... 2. გერმანელი ტყვის უცნაური საქციელი დახვრეტის წინ - ამბავი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს 3. განცხადება პაემნის რუბრიკაში 4. სტუდენტი, რომელმაც გამოცდაზე სამოთხის არსებობა დაამტკიცა - ჰიტად ქცეული პასუხი 5. შემზარავი ტრაგედია, რომელსაც სსრკ-ში 7 წელი მალავდნენ - ყველაზე ტრაგიკული მატჩი... 6. ალბინოსთა შემზარავი ხვედრი - ვინ არიან ისინი და რატომ ნადირობენ მათზე 7. საოცრად სახალისო პასუხი, რომელიც გოგონამ ტექნიკური სააგენტოსგან მიიღო - სიცილი გარანტირებულია! 5647 6-ს მოსწონს
|