სიახლეები ალბინოსთა შემზარავი ხვედრი - ვინ არიან ისინი და რატომ ნადირობენ მათზე 2018, 2 თებერვალი, 11:25
ალბინიზმი კანის, თმისა და თვალის ფერადი გარსის პიგმენტების თანდაყოლილი უქონლობაა. დაავადებას წარმოქმნის მელანინის ( ნივთიერება, რომელზეც არის დამოკიდებული ქსოვილის შეფერილობა) სინთეზისთვის საჭირო ფერმენტის, თიროზინაზის უქონლობა ან ბლოკადა. თიროზინაზაზე პასუხისმგებელ გენებში შეიძლება სრულიად სხვადასხვა დარღვევა მოხდეს. ალბინიზმის შემთხვევაში ამ დარღვევის ხასიათზეა დამოკიდებული მელანინის უკმარისობის ხარისხი. ალბინიზმით დაავადებულებს აქვთ თეთრი კანი, თეთრი ან ქერა თმა და წითელი თვალები. ალბინიზმის დროს შესაძლოა, ჩამოყალიბდეს მხედველობის სხვადასხვაგვარი დარღვევა, მათ შორის - ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი, ასევე - სინათლის მიმართ მგრძნობიარობის მატება და სხვა ანომალიები. ულამაზესი ალბინოსი მოდელი, პატარა ავა კლარკი. ალბინიზმის მკურნალობა უშედეგოა. მელანინის ნაკლებობის აღდგენა და მხედველობის დარღვევების ნორმალიზება შეუძლებელია. აუცილებელია ალბინიზმით დაავადებული ადამიანი ერიდოს მზეს ან გამოიყენოს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი მუქი სათვალე ან ლინზები. სამედიცინო სტატისტიკის თანახმად, ალბინიზმის გენს ატარებს ყოველი 70 ადამიანიდან ერთი, ხოლო ყოველი 17000 ბავშვიდან იბადება ერთი ალბინოსი. ალბინიზმი მემკვიდრეობითი ნიშანთვისებაა და გადადის რეცესიული გენით. მსოფლიოში ალბინოსთა ყველაზე დიდი ხვედრითი წილი აღმოსავლეთ აფრიკაზე, განსაკუთრებით ტანზანიაზე მოდის. აქ მათი რაოდენობა 15-ჯერ აღემატება დანარჩენი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ალბინოსები ტანზანიაში მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ნაწილია, რომლებზეც ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული: მათ იჭერენ, ნაწილებად ჭრიან და ნაჭრებს წამლად ყიდიან. დიახ, სამწუხაროდ არ მოგესმათ... როგორც უკვე ვთქვით, მსოფლიოში საშუალოდ 1 ალბინოსი მოდის 17 ათას ადამიანზე. ტანზანიაში ეს მაჩვენებლი 1:1400 არის, კენიასა და ბურუნდიში - 1:5000. ცნობილია, რომ ამგვარი გადახრის გენის მატარებელი ორივე მშობელი უნდა იყოს, რათა შვილი "თეთრი" გაჩნდეს. ტანზანიაში ალბინოსები საზოგადოების ყველაზე გარიყულ ნაწილად ითვლებიან და იძულებული არიან ერთმანეთს შორის იქორწინონ. შეიძლება სწორედ ეს არის ქვეყანაში ამგვარი ადამიანების უჩვეულოდ დიდი ხვედრითი წილის მიზეზი. 5 საუკუნეზე მეტია ტანზანიაში არსებობს ცრურწმენა, რომლის მიხედვით, ალბინოსის სხეულს სამკურნალო თვისება აქვს, რის გამოც მათზე ნამდვილი ნადირობაა გამართული. 2006 წლიდან 2009 წლამდე ამგვარი "ნადირობის" შედეგად 71 ალბინოსი დაიღუპა, 31-მა კი "მონდირეებისგან" თავის დაღწევა შეძლო. ალბინოსების სხეულის ნაწილებს: ენას, კიდურებს, თვალებს "მონადირეები" 50-100 ათას დოლარად აბარებენ ჯადოქრებსა და ე.წ. მკურნალებს. ეს თანხა საშუალო ტანზანიელის 25-30 წლის მუშაობის გასამრჯელოს ტოლფასია. ამგვარი არაადამიანური ქმედებები ალბინოსთა წინააღმდეგ ტანზანიაში დიდი ხნის მანძილზე არ ისჯებოდა და მსხვერპლს ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები უგზოუკვლოდ დაკარგულად აცხადებდა. მაგრამ დასავლეთის ქვეყნების მკაცრმა გაფრთხილებამ და კანიბალიზმის წინააღმდეგ მკაცრი ქმედებების გატარების მოთხოვნამ აიძულა ხელისუფლება დათმობაზე წასულიყო, აეკრძალა ალბინოსებზე ნადირობა და სასჯელი დაეწესებინა "მონადირეებისთვის". 2009 წელს ტანზანიაში პირველი სასამართლო გაიმართა: სამმა მამაკაცმა 14 წლის ალბინოსი დაიჭირა და ნაწილებად აკუწა მკითხავებისთვის მიყიდვის მიზნით. ბოროტმოქმედებს ჩამოხრჩობა მიესაჯათ. მაგრამ კანონმდებლობის გამკაცრებამ უარესი შედეგი გამოიღო: სიკვდილით დასჯის თავიდან ასაცილებლად მონადირეები აღარ კლავდნენ ალბინოსებს, არამედ აჭრიდნენ მათ სხეულის ნაწილებს. სხეულის განზრახ დაზიანებისთვის ქვეყნის კანონმდებლობა მხოლოდ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბოლო 3 წლის მანძილზე 90-ზე მეტ ალბინოსს მოკვეთეს სხეულის ნაწილები. ამგვარი "ოპერაციების" შედეგად 3 დაიღუპა. ტანზანიის ალბინოსთა 98% ვერ აღწევს 40 წელს. ამის მიზეზი მათზე მიმდინარე ნადირობის გარდა არის ფიზიოლოგიური ფაქტორებიც: მათი თვალები და კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივების მიმართ, ამირტომ 16-18 წლის ასაკში ალბინოსები 60-80%-ით კარგავენ მხედველობას, 30 წლის ასაკში კი 60% კანის კიბოთი ავადდება. ჯანმრთელობის დასაცავად ალბინოსებისთვის აუცილებელია მზისგან დამცავი კრემისა და სათვალის ტარება, მაგრამ ტანზანიის უღარიბეს მოსახლეობას ამის საშუალება არა აქვს... ტანზანიელი ალბინოსების ერთადერთი იმედი დასავლეთის ყურადღებაა: ევროპიდან და ამერიკიდან მათთვის ჩააქვთ პრეპარატები და, რაც მთავარია, აშენებენ სპეციალურ ინტერნატებს, სადაც გარემოსგან იზოლირებულად, მაგრამ დაცულად ცხოვრობენ ალბინოსები... ასევე დაგაინტერესებთ: 1. როგორ ხედავს ადამიანი 15 სხვადასხვა მდგომარეობაში (ალკოჰოლი, ნარკოტიკი და ა.შ.) - ეს ბევრს აინტერესებს! 2. როგორ მოვიქცეთ თუ რომელიმე მწერმა გვიკბინა - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 3. რატომ არ ემართებათ მკერდის კიბო ჩინელ ქალებს - საიდუმლო, რომელმაც მსოფლიო შეძრა! 4. როდის იქცევა ჩვეულებრივი ხალი მომაკვდინებელ სიმსივნედ - დაიმახსოვრეთ ეს ნიშნები, ამით სიცოცხლეს იხსნით! 5. რატომ არ ავადდებიან ათონელი ბერები კიბოთი - აღმოჩენა, რომელმაც მსოფლიო გააოცა! 6. როგორ ამოვიცნოთ გულის შეტევის მოახლოება ერთი თვით ადრე - აუცილებლად დაიმახსოვრეთ! 7. რა უპირატესობა აქვს მაღალ არტერიულ წნევას - ექიმების დასკვნა, რომელმაც მსოფლიო გააოცა! 10364 10-ს მოსწონს 1-ს არა
|