x
image
natia.a
სკოლის სასადილოში კამერამ წარმოუდგენელი რამ დააფიქსირა - ეს ჩვენთან ალბათ არასოდეს მოხდება
image


იაპონიაში სადილი გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ საკვების მიღება. იმას, თუ რა არის მასში ასეთი უჩვეულო, შეიტყობთ საიტამში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ჩატარებული ვიდეო ექსკურსიიდან.

გაიცანით, ეს იუია. დღეს იგი მოგვიყვება როგორ მიმდინარეობს სადილი მის სკოლაში.

image

სკოლის სასადილოში 5 მზარეული 3 საათში ამზადებს სადილს 720 ადამიანისთვის. კარტოფილი, რომელსაც ისინი იყენებენ, მეექვსე კლასელების მიერ არის მოყვანილი სკოლის ფერმაში.
image

დღეს სადილად არის თევზი მსხლის სოუსით (სხვათა შორის, მსხალიც სკოლის ბაღშია მოსული), პიურე, პური, ბოსტნეულის წვნიანი და რძე.
image

მზარეულები საკვებს კონტეინერებში ანაწილებენ თითოეული კლასისთვის. ეს ყველაფერი ერთ ოთახში თავსდება.


image
მე-4 გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეები მადლობას უხდიან მასწავლებელს ჩატარებული გაკვეთილებისთვის. ახლა სადილის დროა, რომელიც 45 წუთი გრძელდება. ზუსტად იმდენ ხანს, რამდენსაც ერთი გაკვეთილი!


image

მოსწავლეები თეთრ ხალათებს იცვამენ, ქუდებს იხურავენ და სახეზე ნიღბებს იკეთებენ.


image

აუცილებლად იბანენ ხელებს და იყენებენ სანიტარულ გელს.



image

მორიგეები საკვების კონტეინერების მოსატანად მიდიან. მაგრამ სანამ წამოიღებენ, ჯერ მადლობას უხდიან მზარეულებს სადილის მომზადებისთვის.
image

დაბალკლასელებს სადილი ამგვარი ურიკებით გადააქვთ.

image

ეს კი ცალკე მორიგეა რძისთვის. იგი ყველას სათითაოდ ურიგებს თითო პაკეტ რძეს.

image

აქ წვნიანს ასხამენ.


image

სერვირების შემდეგ მორიგეები ერთმანეთს ანგარიშს აბარებენ, ვის რამდენი საკვები დარჩა. ყველამ იცის, რომ საჭმელი ტყუილად არ უნდა გადაიყაროს!
image

მასწავლებელიც ბავშვებთან ერთად სადილობს. ტრაპეზის დაწყებამდე იგი მოსწავლეებს ესაუბრება იმ პროდუქტების წარმოშობის შესახებ, რომლებიც მაგიდაზე უდევთ.
image

სადილის შემდეგ ბავშვები გაითვლიან, რათა გამოვლინდეს ვის უნდა შეხვდეს დარჩენილი რძე ან თევზი. გადაყრა ხომ არაფრის შეიძლება!
image

ბავშვები რძის პაკეტებს ხსნიან, ასწორებენ და ერთად აწყობენ, შემდეგ კი იგი გადასამუშავებლად იგზავნება.
image

ტრაპეზის შემდეგ კბილების გამოწმენდის დროა.


image

რძის პაკეტებს კალათში ათავსებენ, წყლით რეცხავენ, ერთი დღით ტოვებენ გასაშრობად, შემდეგ კი სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მიაქვთ, საიდანაც გადასამუშავებლად იგზავნება.

image

ჭუჭყიანი ჭურჭელი მოსწავლეებს თავად მიაქვთ სამრეცხაოში. დაბალკლასელებს ჭურჭელი ურიკებით მიაქვთ ლიფტთან.
image

13:10-ზე დგება დასუფთავების დრო, რომელიც 20 წუთს გრძელდება. ბავშვები იატაკს წმენდენ კლასში, კორიდორში, ტუალეტში, გვიან ეზოს.
image

ბავშვებს მცირე ასაკიდან ასწავლიან შრომას. მათ პატარაობიდანვე იციან, რომ პროდუქტების მოსაყვანად და, საერთოდ ყველაფრის მისაღწევად, მუშაობაა საჭირო...



ასევე საინტერესოა:


1. მასწავლებლის მიერ მიცემულმა დავალებამ ბავშვების ცხოვრება შეცვალა

2. მასწავლებელმა პირველკლასელებს ქალსა და კაცს შორის განსხვავება ასე აუხსნა - იხალისეთ!

3. რატომ სწავლობენ სკოლაში ბიჭები უფრო ცუდად? - მიზეზი, რომელზეც არავინ დაფიქრებულა

4. უკანასკნელი სიტყვები ადამიანისა, რომელიც გაზის კამერაში თავის აღსაზრდელებთან ერთად შევიდა







5
31515
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
31515
  
2017, 3 იანვარი, 0:28
არ ვყოფილვართ ერთი სკოლელები,მე 160 ე.დავამთავრე წყალწაღებული სკოლა.... უბრალოდ არ ვიცი,როგორ მოგმართოთ....
2016, 13 დეკემბერი, 1:45
რომელი სკოლა დაამთავრეთ მადმუაზელ? თუ საიდუმლო არ არის
2016, 7 დეკემბერი, 16:05
ჩემი სკოლელი ხომ არ ხარ))))))))))))
2016, 2 დეკემბერი, 23:08
ჩვენი კლასის ბუფეტი გამახსენდა და პურშერეული კატლეტები, კორჟიკები და ენა.... ბავშვები ყირაზე რო გადადიოდნენ და პატარებს ფეხქვეშ თელავდნენ სასისკის გულისთვის....იყო ზედახორა,...ხელებს ვინ იბანდა......ვაიმეეე
0 1 5