x
image
natia.a
მათემატიკის მასწავლებლის მიცემულმა დავალებამ ბავშვების ცხოვრება შეცვალა - ასეთი უნდა იყოს მასწავლებელი!
image
ერთხელ, პარასკევ დღეს, მინესოტას ერთ-ერთ სკოლაში მათემატიკის მასწავლებელმა მოსწავლეებს შემდეგი სახის დავალება მისცა: უნდა ჩამოეწერათ კლასელების სია და თითოეულის სახელის გასწვრივ მიეწერათ, ყველაზე მეტად რა თვისება მოსწონდათ მოცემულ თანაკლასელში. მოსწავლეებმა დავალება შეასრულეს და გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელმა ნაშრომები შეაგროვა.

წინ შაბათ-კვირა იყო და მასწავლებელს საკმარისი დრო ჰქონდა მონაცემთა დამუშავებისთვის. ორშაბათს მან თითოეულ მოსწავლეს დაურიგა ფურცელი, რომელზეც ჩამოთვლილი იყო ყველა ის დადებითი თვისება, რომლებიც კონკრეტულ მოსწავლეში თანაკლასელებმა შეამჩნიეს.

ბავშვები ჩუმად კითხულობდნენ და აქა იქ გაკვირვებული ჩურჩული ისმოდა: "ნუთუ ეს ყველაფერი ჩემზეა? წარმოდგენა არ მქონდა ყველას ასე თუ ვუყვარდი." ბავშვებს შედეგებზე ხმამაღლა არ უსაუბრიათ და არც კლასში განუხილავთ, მაგრამ მასწავლებელმა იცოდა, რომ მიზანს მიაღწია - მისმა მოსწავლეებმა საკუთარი თავის ირწმუნეს.

რამდენიმე წლის შემდეგ ამ ბავშვებიდან ერთ-ერთი ვიეტნამში ბრძოლის დროს დაიღუპა. იგი სამშობლოში, მინესოტაში დაკრძალეს. დასაფლავებაზე მეგობრები, ყოფილი თანაკლასელები და მასწავლებლებიც მივიდნენ. გამოსათხოვარი სიტყვის წარმოთქმის დროს გარდაცვლილის მამა მათემატიკის მასწავლებელთან მივიდა და მიმართა:

- რაღაც მინდა გაჩვენოთ, - საფულედან ოთხად გაკეცილი, გაცრეცილი ქაღალდის ფურცელი ამოიღო. ადვილად შეიმჩნეოდა, რომ ქაღალდი ბევრჯერ გაშლილი და გადაკითხული იყო. - ეს ჩემი ვაჟის ნივთებში იპოვეს. ყოველთვის თან ატარებდა. იცანით? კაცმა ქალს ფურცელი გაუწოდა. ეს სწორედ იმ დადებითი თვისებების ჩამონათვალი იყო, ოდესღაც მის შვილში თანაკლასელებმა რომ შეამჩნიეს.

- მადლობა მინდა გადაგიხადოთ, - ახლა უკვე დედამ მიმართა მასწავლებელს. - ჩვენი შვილი ისე უფრთხილდებოდა ამას...

და იმ წუთში მოხდა დაუჯერებელი რამ: გარდაცვლილის თანაკლასელებმა ერთმანეთის მიყოლებით, ყველამ ამოიღო იგივენაირი ფურცლები. თურმე ყველას შეუნახავს - ბევრი საფულით დაატარებდა მას, ზოგი კი საოჯახო ალბომში ინახავდა...


იხილეთ ასევე:

1. როგორ აჯობა მოხერხებულმა სტუდენტმა შურისმაძიებელ პროფესორს


2. ამ სკოლაში გენიალური მეთოდი მოიფიქრეს ბავშვებისთვის კითხვის შესაყვარებლად

3. დავალებამ, რომელიც ამ მასწავლებელმა მოსწავლეებს მისცა, ინტერნეტი დაიპყრო

4. გაკვეთილი, რომელიც ყველამ უნდა ისწავლოს!

5. მეთოდი, რომლითაც სკოლის დირექტორმა მოსწავლეების მოსწრება რეკორდულად გაზარდა

6. ამ მასწავლებელმა ერთადერთი რამ გააკეთა და ყველაზე რთული მოსწავლეებიც კი დააინტერესა






1
3804
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3804
  
2016, 15 ნოემბერი, 14:13
ძალიან საინტერესო და ამავდროულად ემოციური იყო....
0 1 1