სხვა როგორ მოვამზადოთ "ტყლარწი" სახლში - 2 იაფი და ეფექტური ხერხი 2017, 13 თებერვალი, 15:20 წელვადი რეზინი ანუ, როგორც მას ჩვეულებრივ უწოდებენ, ტყლარწი - ბოლო დროს განსაკუთრბით პოპულარული გასართობი გახდა. ეს შესანიშნავი საშუალებაა მცირე ასაკის ბავშვებში წვრილი მოტორიკის (ხელის მტევნებისა და თითების მოძრაობას), წარმოსახვისა და შემოქმედების უნარის განსავითარებლად. ასევე დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, რის გამოც ტყლარწი ასეთი პოპულარულია მოზრდილებშიც. ფერად წელვად მასაზე თამაში დამქანცველი დღის შემდეგ საუკეთესო განტვირთვისა და დასვენების საშუალებაა.
წელვადი სათამაშო, რომელსაც სითხის თვისებები აქვს და არამომწამვლელი ნივთიერებებით არის დამზადებული, პირველად შეიქმნა კომპანია Mattel-ის მიერ, ჯერ კიდევ 1976 წელს. ე.წ. სლიმმა (ინგ."slime") განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმისა და მულტფილმის - "მოჩვენებებზე მონადირეების" გამოსვლის შემდეგ, სადაც ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს მწვანე წელვადი მასა - Slimer-ი წარმოადგენს. დღეს სლიმის ყიდვა ნებისმიერ მცირე მაღაზიასა თუ სუპერმატკეტში შეგიძლიათ, თუმცა ეს არც ისე იაფი სიამოვნებაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დიდი მასის მქონე, სულ ახალ-ახალი "ტყლარწუნიების" შეძენნის სურვილი გიჩნდებათ... მაგრამ წელვადი მასის მომზადება სახლშიც მარტივად შეიძლება. ასე თანხებსაც დაზოგავთ და თქვენს ბავშვებს სანტერესო შემეცნებით აქტივობასაც შესთავაზებთ. მით უფრო, რომ სახლში გაკეთებული სლიმი არაფრით ჩამოუვარდება ნაყიდს. როგორ გავაკეთოთ "ტყლარწი" სახლის პირობებში ინგრედიენტები ½ ჭიქა სასკოლო წებო 1½ ჭიქა თბილი წყალი საკვები საღებავი (სურვილისამებრ) 1 ს.კ. ბორაქსის ფხვნილი (შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებში ან საყოფაცხოვრებო საშუალებების მაღაზიებში) 1. დაახლოებით 1 ლიტრიან ჯამში შეურიეთ ერთმანეთში ბორაქსის ფხვნილი და თბილი წყალი. ურიეთ მანამ, სანამ ბორაქსი მთლიანად არ გაიხსნება. 2. მეორე ჯამში ერთმანეთს შეურიეთ ½ ჭიქა წებო და ½ ჭიქა წყალი. უნდა მიიღოთ თხევადი, წებვადი ხსნარი. 3. წებოს ნაზავს დაუმატეთ სასურველი ფერის საკვები საღებავი. შეგიძლიათ რამდენიმე ნაწილად გაყოთ წების ნაზავი და სხვადასხვა ფერის საღებავები შეურიოთ. 4. შეურიეთ ერთმანეთს წებოს შეფერილი ხსნარი და ბორაქსისა და წყლის ნაზავი. მორევისას თანდათან ხსნარი წებვად მასად გადაიქცევა. 5. დელოდეთ 30 წამი და მიიღებთ სასურველ "ტყლარწს". შეგიძლიათ სლიმი მოამზადოთ ასევე ბორაქსის გარეშეც. ამისათვის დაგჭირდებათ: 1. 1 1/2 ჭიქა უფერო წებო 2. 1 1/2 თხევადი სახამებელი ამ ორ ინგრედიენტს აურევთ ერთმანეთში, შეურევთ საკვებ საღებავს და ხელით აურევთ. საბოლოო ჯამში, ნარევი მიიღებს სასურველი სლიმის ფორმას. ამის შემდეგ, შეგიძლიათ გაბედულად ითამაშოთ თქვენი საყვრელი "ქმნილებით". თუმცა ტყლარწს, როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე ძალიან საინტერესო თვისება აქვს, რომელსაც შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ. ასევე დაგაინტერესებთ: 1. "ტყლარწის" წარმოუდგენელი თვისება, რომელიც ცოტამ თუ იცის - აი, რატომ არის იგი "ცოცხალი სათამაშო" 2. რატომ აქვს ბანქოში გულის მეფეს თავში გარჭობილი ხანჯალი - დაფიქრებულხართ? 3. როგორ გავაკეთოთ ბამბის ნაყინის აპარატი სახლში - საჭიროა მხოლოდ ბოთლი და ძველი სათამაშო 4. ჩაძინებული გოგონას ამ ფოტომ მსოფლიო შეძრა - დააკვირდით მის ხელს! 5. როდის არის საშიში მაცივარზე მიკრული მაგნიტები - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 4133 7-ს მოსწონს 1-ს არა
|