სხვა 15 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელიც ურთიერთობებს გაგიადვილებთ 2015, 11 აგვისტო, 10:18 1. როცა ჯგუფში რამდენიმე ადამიანი იცინის, ყოველი მათგანი ინსტინქტურად უყურებს მას, ვინც ყველაზე მეტად მოსწონს, აინტერესებს ან სურს ახლობლად ჩათვალოს. 2. თუ საპასუხისმგებლო საქმის წინ ნერვიულობთ, დაღეჭეთ საღეჭი რეზინი. ასე შეძლებთ დაწყნარდეთ, რადგან ქვეცნობიერად საკვების მიღება უსაფრთხოებასთან ასოცირდება. 3. თუ თქვენ ვინმემ გიყვირათ, შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. შესაძლოა ამით თქვენ უფრ მეტად გააბრაზოთ თანამოსაუბრე, მაგრამ მოგვიანებით იგი სინდისის ძლიერ ქენჯნას იგრძნობს თავისი საქციელის გამო. 4. თუ თანამოსაუბრის პასუხი არ გაკმაყოფილებთ და გრძნობთ, რომ რაღაც კიდევ არის სათქმელი, ნუ შეეკითხებით ხელახლა. უბრალოდ დაკვირვებით ჩახედეთ თვალებში. ამგვარად თქვენ თანამოსაუბრე ძულებული გახდება განაგრძოს საუბარი. 5. აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ ემოციები ახდენს გავლენას მიმიკაზე, არამედ პირიქითაც. ასე რომ, თუგსურთ თავი ბედნიერად იგრძნოთ, რაც შეიძლება ძლიერად გაიღიმეთ. შედეგად მართლა გულწრფელად გაგეღიმებათ. 6. შეეცადეთ, არ დაიწყოთ წინადადება სიტყვებით „მე ვფიქრობ“ ან „მე მგონია“. ეს თქვენს მეტყველებაში თავისთავად იგულისხმება, მაგრამ წარმოთქმის შემთხვევაში ზოგჯერ საკუთარ თავში დაურწუნებლობის მაჩვენებელია. 7. მნიშვნელოვანი გასაუბრების დროს წარმოიდგინეთ, რომ ინტერვიუერი თქვენი დიდი ხნის მეგობარია. ამგვარად თავს უფრო თავისუფლეად იგრძნობთ და ნაკლებად ინერვიულებთ. 8. თუ რომელიმე ადამიანის დანახვაზე რეგულარულად შეძლებთ გამოხატოთ იმაზე ოდნავ მეტი სიხარული, ვიდრე სინამდვილეში განიცდით, დროთა განმავლობაში ამ ადამიანის დანახვა მართლა გაგეხარდებათ. 9. თუ ადამიანმა რაიმე ნიშვნელოვანზე გითხრათ უარი, შემდეგში რაღაც დათმობაზე აუცილებლად წავა. 10. სტრესის ფიზიოლოგიური გამოხატულება ძალიან ჰგავს სასიხარულო აღტაცების სიმპტომებს: მძიმე სუნთქვა, გახშირებული გულისცემა და ა.შ. თუ შეძლებთ და სტრესულ სიტუაციას შეხედავთ, როგორც გამოწვევას, სტრესის უარყოფითი ეფექტი შემცირდება. 11. ხშირ შემთხვევაში ადამიანები ვერ არჩევენ საკუთარ თავში უბრალო დარწმუნებულობას ნამდვილი პროფესიონალიზმისგან. თუ თქვენ ყველანაირად აჩვენებთ რომ დარწმუნებული ხართ თქვენს მოქმედებაში, ადამიანები დაგიჯერებენ. 12. თუ თქვენ გიხდებათ ბევრ ადამიანთან მუშაობა, დადეთ თქვენ უკან სარკე. ამგვარად კლიენტები უფრო ზრდილობიანად მოიქცევიან - არავის არ სურს დაინახოს საკუთარი თავი გაბრაზებული და გაღიზიანებული. 13. თუ შეკრებაზე ვინმესგან თქვენს საწინააღმდეგოდ გამოსვლას ელით, ეცადეთ დაჯდეთ ამ ადამიანის გვერდით. ამ შეთხვევაში იგი უფრო მოლბება და ისეთი სიძლიერით ვეღარ „დაგეტაკებათ“, როგორიც შეიძლებოდა გაეკეთებინა თქვენგან შორს ყოფნისას. 14. პირველი პაემანი უმჯობესია დანიშნოთ ისეთ ადგილზე, სადაც მეტ დადებით ემოციას მიიღებთ. შედეგად, სასიამოვნო შთაბეჭდილებები თქვენთან იქნება ასოცირებული. 15. შეეცადეთ გაცნობისას განსაზღვროთ თანამოსაუბრის თვალის ფერი. მხედველობითი კონტაქტი ზრდის ურთიერთსიმპათიის განცდის ალბათობას. 989 11-ს მოსწონს
|