x
image
natia.a
ამ ფოტოში ერთი საიდუმლო იმალება - ამას თქვენც გააკეთებთ!
image


ხედავთ კედელზე ჩამოკიდებულ ამ ფოტოებს? როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა მათ შორის? არაფერი! იქნებ დაუჯერებელია, მაგრამ ეს ერთი და იგივე ფოტოა. უბრალოდ სხვადასხვა კუთხიდან ვუყურებთ.


დამეთანხმებით, საკმაოდ ეფექტური და ორიგინალური მიგნებაა ოთახის დიზაინისთვის. არადა ამის გაკეთება ხომ ძალიან მარტივია.


ასეთი ორიგინალური ფოტოს შესაქმნელად დაგჭირდებათ: სამკუთხოვანი ჯოხები, ხის დაფა, წებო, ერთი ზომის ორი ფოტო და საკანცელარიო დანა.



image

ჯოხებს ერთ მხარეზე წაუსვით წებო და დააწებეთ ერთმანეთის მიყოლებით დაფის მთელ ზედაპირზე.

image


ქაღალდზე გააკეთეთ ნიშნულები ისე, როგორც ეს ქვემოთ სურათზეა გამოსახული.


image


ამ ხაზების მიხედვით გაჭერით ფოტოები.


image


შემდეგ ერთი ფოტოს ნაწილები მიაწებეთ სამკუთხა ჯოხების ერთ მხარეზე, მეორე ფოტოსი - მეორე მხარეზე.


image



სულ ესაა, თქვენი "ფოტო, რომელშიც საიდუმლო იმალება" მზადაა: მარჯვნიდან თუ შეხედავთ დაინახავთ ერთ ფოტოს, მარცხნიდან - მეორეს.


image




1
1438
14-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1438
  
2015, 25 აპრილი, 21:39
მომეწონა კარგი იყო
0 1 1