x
image
natia.a
5 საბედისწერო შეცდომა, რომელსაც Facebook-ით სარგებლობისას ვუშვებთ - ფრთხილად!

image
თანამედროვე ცხოვრება სოციალური ქსელების გარეშე უკვე წარმოუდგენელია. Facebook, Instagram, Twitter და ა.შ. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა: სოციალური ქსელიდან ვიგებთ და მისივე საშუალებით ვავრცელებთ ახალ ამბებს, ვაზიარებთ სურათებს, ვეკონტაქტებით ნაცნობ-მეგობრებს, ვჩხუბობთ, ვრიგდებით, ვთამაშობთ... სოციალურ ქსელებს შეუძლია მნიშვნელოვნად გაგვიმარტივოს ცხოვრება, თუმცა, გარკვეული შეცდომების დაშვების გამო შეუძლია პირიქითაც - ცხოვრება გაგვიმწაროს. ამგვარი საიტების დაუფიქრებელ გამოყენებას შეიძლება შედეგად მოჰყვეს ურთიერთობების გაფუჭება, ფულის დაკარგვა, სამსახურიდან დათხოვა. თუ მსგავსი თავგადასავლები არ შედის თქვენს უახლოეს გეგმებში, მაშინ შეეცადეთ არ დაუშვათ ის 5 ძირითადი შეცდომა, რომელზეც ქვემოთ იქნება საუბარი.

1. ბიოგრაფია სოციალურ ქსელში

image
Facebook და სხვა სოციალური ქსელები გვთავაზობს ყველაფერი დავწეროთ ჩვენი ცხოვრების შესახებ: დაბადების ადგილი, თარიღი, განათლება, ოჯახური მდგომარეობა, კარიერა. მოუყვებოდით კი ამ ყველაფერს ქუჩაში შემთხვევით შემხვედრ უცხო ადამიანს? რა თქმა უნდა, არა! ცხადია, სასიამოვნოა, როცა დაბადების დღეს მოგილოცავთ 200-300 "ფრენდი", მაგრამ ეს მონაცემები შეიძლება ვინმემ თქვენი საბანკო ანგარიშის გასატეხად გამოიყენოს. სოციალური ქსელები ძალიან ეხმარება თაღლითებს პოტენციურ მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციის შეკრებაში. იმ მონაცემებით, რომლებსაც თქვენ ნებაყოფლობით უგდებთ ხელთ, თაღლითებს შეუძლიათ გატეხონ გაცილებით მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე თქვენი Facebook-ის გვერდია. ამიტომ ნუ დაწერთ თქვენს გვერდზე დაბადების თარიღს (ახლობლებს ისედაც ემახსოვრებათ ეს დღე), ოჯახის წევრებისა და შინაური ცხოველების სახელებს. ყველაფერი, რისი გამოყენებაც შესაძლებელია საბანკო ანგარიშის გასატეხად, უნდა იყოს სოციალური ქსელიდან დაფარული.

2. საჯარო პოსტები
image

ის, რასაც წერთ და ქსელში ავრცელებ, შეიძლება ნახოს ყველამ: მშობლებმა, სამსახურის უფროსმა, ყოფილმა შეყვარებულმა, სარეკლამო კომპანიებმა და თაღლითებმაც კი. საჯარო პოსტი არ არის დაქალებისთვის და ახლობლებისთვის სამზარეულოში, ფინჯან ყავასთან მოყოლილი ამბავი. ეს უფრო ხალხმრავალ ქუჩაში გასვლას და ხმამაღლა ყვირილს ჰგავს. ადამიანებმა შეიძლება თქვენი ნათქვამი გაავრცელონ და გადასცენ იმას, ვის ყურამდეც სულაც არ გსურთ, რომ მივიდეს. ამ ყველაფერმა შეიძლება თქვენი რეპუტაცია შელახოს. თქვენი პუბლიკაცია შესაძლოა არასწორად იქნას გაგებული ან კონტექსტიდან ამოგლეჯილი, რამაც შეიძლება ზოგიერთებთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. ცხადია, ამგვარი უსიამოვნებები არავის უნდა. ამიტომ შეცვალეთ თქვენი გვერდის პარამეტრები, რათა პოსტების ნახვა მხოლოდ "ფრენდებს" შეეძლოთ. თუ მაინც მოგინდებათ რაიმეს საჯაროდ მოყოლა, ყოველთვის ადვილად შეძლებთ პოსტის პარამეტრების შეცვლას. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით, როცა ფოტოებს აქვეყნებთ.

3. ადგილმდებარეობა
image



რესტორანში ვახშმობის შემდეგ თუ საზღვარგარეთ მოგზაურობისას ხშირად გვიჩნდება სურვილი Facebook-ში მეგობრებს შთაბეჭდილებები გავუზიაროთ, ამიტომ ვაკეთებთ ე.წ. "ჩექინს"("check in"). სოციალური ქსელის ეს ფუნქცია ძალიან ეხმარება თაღლითებს "მუშაობაში". ამგვარად უცხო ადამიანებს შეუძლიათ გაიგონ სად ცხოვრობთ, სად ერთობი, სად მუშაობ. საზღვარგარეთ გაკეთებული უბრალო "ჩექინი" ყველას აჩვენებს, რომ სახლში არ იმყოფებით, რაც განსაკუთრებით აინტერესებთ მძარცველებს. ამიტომ, იფიქრეთ საკუთარ უსაფრთხოებაზე, გამორთეთ გეოტეგები ფოტოებზე, რომლებსაც ქსელში აზიარებთ, უარი თქვით "ჩექინზე" ან დააყენეთ პარამეტრები ისე, რომ ფოტოების ნახვა მხოლოდ ახლო მეგობრებს შეეძლოთ. არ არის აუცილებელი შემთხვევითმა ადამიანებმა იცოდნენ სად იმყოფებით.

4. პაროლი
image
Facebook-ში არის პირადი ფოტოები და შეტყობინებები, რომლებებიც არ უნდა ნახოს უცხო ადამიანებმა. იქნებ ახლობელს თქვენი პლასტიკური ბარათის ნომერი ან დოკუმენტების ასლებბი გაუგზავნეთ? ეს ინფორმაცია, ცხადია, არ უნდა მოხვდეს გარეშე პირის ხელში. ან იქნებ სხვა საიტებზე შეხვედით სპეციალური პაროლის გარეშე, პირდაპირ Facebook ანგარიშიდან ან სხვა სოციალური ქსელებიდან? იცოდეთ, რომ თუ თქვენს ანგარიშს გატეხავენ, ადვილად გატეხავენ სხვა დანარჩენ რესურსებსაც. ამიტომ დაიცავით თავი: გვერდზე შესვლისთვის გამოიყენეთ რაც შეიძლება რთული პაროლი და SMS-დასტური. არ შეიძლება ერთი და იმავე პაროლის სხვადასხვა საიტებზე შესვლისთვის გამოყენება, ყოველი მათგანისთვის შექმენით უნიკალური პაროლი, რათა ყველა თქვენი ანგარიშის ერთბაშად გატეხვა ვერ შეძლონ.

5. მეგობრობა არა მეგობრებთან
image
ალბათ ხშირად გიწევთ სოციალურ ქსელში "ფრენდებში" დაიმატოთ ადამიანი, რომელსაც არ იცნობთ. ის თქვენ არასოდეს გინახავთ, მაგრამ ბევრი საერთო მეგობარი გყავთ და უხერხულად მიგაჩნიათ "მეგობრობის" თხოვნაზე უარი უთხრათ. ამ გავრცელებულმა შეცდომამ შეიძლება დიდ პრობლემამდე მიგიყვანოთ. თქვენი ახალი "მეგობარი" იხილავს ყველა თქვენს იფორმაციას, რომელიც "მხოლოდ მეგობრებისთვის" გაქვთ გამოქვეყნებული: ფოტოებს, "ჩექინებს" ცხოვრებისეულ ფაქტებს და ა.შ. ამ ადამიანს შეუძლია თქვენ და თქვენი მეგობრები სპამითა და ვირუსებით "მოგამარაგოთ". ამიტომ, ამ ყველაფრის თქვიდან ასაცილებლად, დაუმეგობრდით სოციალურ ქსელში მხოლოდ მათ, ვისაც რეალობაში იცნობთ. არსებობს გარკვეული პროგრამები (მაგ. Friend of Foe), რომლებიც დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თქვენი მეგობრებიდან რომელი იქცევა საეჭვოდ (მაგ. ავრცელებს ვირუსებს).



0
4068
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
4068
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0