როგორ აჯობა მოხერხებულმა სტუდენტმა შურისმაძიებელ პროფესორს - ამბავი, რომელიც გაგახალისებთ
სტუდენტი უნივერსიტეტის სასადილოში შევიდა. ყველა მაგიდა დაკავებული იყო, ამიტომ იმ მაგიდას მიუჯდა, რომელთანაც პროფესორი სადილობდა.
- როდის იყო გედი და ღორი ერთად სადილობდნენ , - ჩაილაპარაკა პროფესორმა.
- რა გაეწყობა, გავფრინდები მაშინ, - უპასუხა სტუდენტმა და ადგა.
პროფესორს ეწყინა და გადაწყვიტა გამოცდაზე სტუდენტი ჩაეჭრა.
გამოცდის დღეც დადგა.
პროფესორმა სტუდენტს ყველაზე რთული ბილეთი მისცა, მარამ სტუდენტმა შესანიშნავად უპასუხა. პროფესორმა დამატებითი შეკითხვა დაუსვა:
- მიდიხარ გზაზე, ხედავ ორ ტომარას - ერთი ოქროთია სავსე მეორე - ჭკუით. რომელს აიღებ?
- ოქროთი სავსეს.
- მე კი ჭკუით სავსეს ავირჩევდი.
- გააჩნია, ვის რა აკლია, - უპასუხა სტუდენტმა.
პროფესორი ისევ გაბრაზდა და ჩათვლის წიგნაკში ჩაუწერა "ვირი". სტუდენტმა არც კი დახედა წიგნაკს, ისე გამოართვა და წავიდა. რამდენიმე საათის შემდეგ ისევ დაბრუნდა და პროფესორს მიმართა:
- პროფესორო, წიგნაკში ხელი კი მოგიწერიათ, მაგრამ ნიშნის დაწერა დაგავიწყდათ!