x
image
natia.a
I მსოფლიო ომის აკრძალული ფოტოები - რას უმალავდნენ ხალხს...
image
1914 წლის 28 ივნისს, საიდუმლო ორგანიზაციის - "მლადა ბოსნას" წევრი, სერბიელი სტუდენტი, გავრილო პრინციპი თავს დაესხა და მოკლა ავსტრიის ერცჰერცოგი, ფრანც ფერდინანდი, რაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტის - პირველი მსოფლიო ომის დაწყების უშუალო საბაბი გახდა.

წარმოგიდგენთ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ფოტოებს, რომლებიც გადაღებულია ბრძოლის ველებზე და აშშ-სა და მისი მოკავშირეების სასწავლო ბანაკებში. ყველა ეს ფოტო, თავის დროზე ცენზურის ქვეშ მოექცა, რათა არ გამოეწვია მოსახლეობის სულიერი დაცემა და არ გაეცა სამხედრო საიდუმლოებები.

1. მებრძოლი, რომელიც დაიღუპა არა ბრძოლის დროს, არამედ სწავლებისას. მიიჩნიეს, რომ ფოტოს შეეძლო მებრძოლების დემორალიზება და მისი დაბეჭდვა აკრძალეს.
image

2. ფოტოზეა აშშ-ს პრეზიდენტი, ვუდრო ვილსონი. ფოტოს გადაღებიდან ერთ წამში, პაპიე-მაშესგან გაკეთებული ქვიდან გამოძვრა ჯარისკაცი. ფოტოს დაბეჭდვა აკრძალეს, რადგან ჩათვალეს, რომ ამით შეიძლებოდა მტრისთვის შენიღბვის ახალი მეთოდი გამხდარიყო ცნობილი.


image

3. მუქკანიანმა ამერიკელმა ჯარისკაცმა ფრანგი ქალებისგან ყვავილები მიიღო საფრანგეთის გათავისუფლებისათვის გაწეული დახმარების გამო. ფოტო აკრძალეს.


image

4. მოკლული ჯარისკაცები გამარხვამდე. ფოტო, ცხადია, აკრძალეს.


image

5. იშვიათი სურათი — ამერიკული დილიჟაბლის აფეთქება.
image

6. ჯარისკაცები, რომლებიც სწავლებების დროს დაიხრჩვნენ.



image

7. სახლი, რომელიც უკან დახევის დროს გერმანელებმა დაანგრიეს.


image

8. ბრძოლაში მოკლული ამერიკელი ჯარისკაცები.


image

9. ინგლისური ტყვიამფრქვევის საიდუმლო პროტოტიპი.


image

10. მტრის პოზიციების აღების შემდეგ ნასვამი ამერიკელი ჯარისკაცები. ფოტო ცენზურის ქვეშ მოექცა, რადგან ოფიციალურად ალკოჰოლი აკრძალული იყო.


image

11. ჩონჩხები დამარხვამდე.


image

12. ჯარისკაცი, რომელიც სწავლებების დროს აირით მოიწამლა.


image

13. ამ ფოტოს დაბეჭდვა აიკრძალა, რათა მტრისთვის ცნობილი არ გამხდარიყო ხელჩართული ბრძოლის საიდუმლოებები.


image

14. მძინარე ჯარისკაცები, რომლებიც ძალიან ჰგვანან გარდაცვლილებს. ეს ფოტოც აკრძალული იქნა.


image

15. იარაღის ნაკლებობის გამო წვრთნებზე ზოგჯერ ხის მაკეტებს იყენებდნენ. ფოტის დაბეჭდვა აიკრძალა, რათა თავიდან აეცილებინათ მისი გამოყენება მტრული პროპაგანდისთვის.


image

16. ძველი ჯავშნების გამოცდა თანამედროვე ბრძოლაში გამოსადეგობაზე. მეტალის დამცავები დასახულ ამოცანას გაუმკლავდა, თუმცა ფოტოს დაბეჭდვა მაინც აიკრძალა.


image

17. ყუმბარების შერჩევა გამოსაცდელად. ზოგიერთი მათგანი უკვე დიდი ხნის წინ გამოიყენებოდა ბრძოლაში, ზოგი - ახალი და საიდუმლოდ შემუშავებული იყო.


image

18. 1917 წლის დასაწყისში პურზე და ძირითად პროდუქტებზე ფასების ზრდამ ნიუ-იორკში "პურის ბუნტი" გამოიწვია. მოცემული ფოტო, ცხადია, აიკრძალა.


image

19. ქალი ფოტოს საშუალებით ცდილობდა გერმანული მხარისთვის გადაეცა საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც წინსაფრის მაქმანებში იმალებოდა.


image

20. ამერიკელი ჯარისკაცები ბალეტის მსახიობებთან ერთად ერთობიან. ფოტო აიკრძალა, როგორც ზედმეტად არასერიოზული.


image

21. ახალზელანდიელი ჯარისკაცები პანამის არხში ცურაობენ. აღნიშნული მოგზაურობა გასაიდუმლოებული იყო და, შესაბემისად, ფოტოც აიკრძალა.


image

22. ახალი ყუმბარმტყორცნები წყალქვეშა გემების წინააღმდეგ - საიდუმლო გამოგონება.


image

23. კვენტინ რუზველტის, თეოდორ რუზველტის (პრეზიდენტი 1901-1909 წლებში) ძმის საფლავი. კვენტინი დაიღუპა 1918 წლის 14 ივლისს საჰაერო ბრძოლაში.


image

2
4623
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
4623
  
2016, 3 ნოემბერი, 12:55
საინტერესო იყო.
არ მქონდა ეს სურათები ნანახი
2016, 7 ოქტომბერი, 11:25
ძალიან ძალიან მაგარიააა
0 1 2