x
image
natia.a
აკრძალული ფოტოგრაფი, რომელსაც მილიციელებიც, ქურდებიც და კათალიკოსიც კი პატივს სცემდნენ...
image
ცხოვრებაში ამ ადამიანზე ლეგენდებს თხზავდნენ. თბილისელი მილიციელები მასთან ერთად ღვინოს სვამდნენ. ოდესელი ქურდები მის სანახავად დადიოდნენ. ბაშკირეთიდან თაფლს უგზავნიდნენ. სომხეთის კათოლიკოსი დიდებული ვახშმით მასპინძლობდა. სახლში მას ცოცხალი ლომი ჰყავდა. ბევრს მუშაობდა და ბევრს სვამდა. ადამიანები მოხიბლული იყვნენ მისით, ბაძავდნენ მის მანერებს, ყვებონენ მის მიერ მონათხრობ ისტორიებს.

ვიტას ლუცკუსის ექსტრავაგანტული სახლი სამი თაობის კულტურილი ბოჰემის თავშეყრის ადგილი იყო. ფოტოგრაფი და მისი მშვენიერი ცოლი სახლში მასპინძლობდნენ ცნობილ ადამიანებს მთელი საბჭოთა კავშირიდან. დიდხანს საუბრობდნენ ცხოვრებასა და ხელოვნებაზე. მაგრამ ვიტასი მაინც მთლიანად ფოტოგრაფიაში იყო ჩართული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ლუცკუსი ცხვრობდა საზოგადოებაში, რომელიც ოფიციალურად მას არ იღებდა. სიშმაგე, უსაზღვრო ინდივიდუალობა და ექსტრაორდინალური დოკმენტური ფოტოები ვიტასში ამჟღავნებდნენ ხელოვანს, რომელიც უარს ამბობდა ე.წ. "ნორმალური" ცხოვრების პირობების მიღებაზე. იგი არ ეძებდა წარმატებას სისტემის ჩარჩოში. უკვე ოცდაათ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ლუცკუსს ჯერ ისევ მარგინალის სტატუსი აქვს მის მშობლიურ, უკვე დამოუკიდებელ ქვეყანაშიც კი. მისი მიღწევები და ინოვაციები ჯერ ისევ მხოლოდ ინტელექტუალთა ვიწრო წრისთვის არის ცნობლი, როგორც ეს საბჭოთა ეპოქაში, ფოტოგრაფის სიცოცხლეში იყო.


image

"ჩვენ უბრალოდ ვცხოვრობდით", - იხსენებს ფოტოგრაფის ქვრივი, ტანია ალდაგი. "ჩვენ ვქმნიდით. ვცხოვრობდით. ვიყავით ბედნიერნი. მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ ეს იყო ისტორია". "მას ჰქონდა სხვა ადამიანების შთაგონებისა და მოტვაციის უნიკალური უნარი. შეეძლო ემუშავა რამდენიმე დღე გადაბმულად, ძილისა და სასმელის გარეშე."


ისინი ერთმანეთს საავადმყოფოში შეხვდნენ, როცა ტანია მედდობისთვის ემზადებოდა. გოგო 18 წლის იყო, ბიჭი - 24-ის. მათი პირველი საერთო სახლი ფოტოლაბორატორია უფრო იყო, რომელშიც მხოლოდ გასაშლელი დივანი იდგა. ტანია გახდა ფოტოგრაფის მუზა, შემოქმედებითი პარტნიორი და მოდელი.


image

ლუცკუსს გააჩნდა უსაზღვრო შემოქმედებითი პოტენციალი და იმ ბოჰემური საზოგადოების შთაგონების უნარი, რომელშიც ტრიალებდა. იგი ითვლება ლიტვაში კონცეპტუალური ფოტოგრაფიის ფუძემდებლად. მაგრამ ვიტას ლუცკუსი სამუდამოდ ერთგული დარჩა რეპორტაჟული გადაღების, რომლითაც დაიწყო კარიერა და რომელშიც მოხერხებულად გააერთიანა ორი სრულიად საპირისპირო მიმართულება: წმინდა დოკუმენტალიზმი და გიჟური გამონაგონი. ლუცკუსი საკუთარ თავს "ქუჩის ძაღლს" უწოდებდა. კადრებს ინფორმაციებითა და ემოციებით ავსებდა. ხშირად იღებდა ადამიანებს გამაღიზიანებლად ახლო ხედით, გადაღების ღილაკს აჭერდა მომენტში, როცა ადამიანი სიცილს იწყებდა ან ხელს გაიქნევდა. 1960-იანი წლებიდან 1980-იანი წლების შუამდე იგი საბჭოთა კავშირის ქალაქებში მოგზაურობდა, ფოტოებს უღებდა გლეხებს, მსახიობებს, შემთხვევით გამვლელებს, პოლიციელებს, ბავშვებს. იგი გშმაგებით მუშაობდა, ფოტოკამერა ყოველთვის გულზე ეკიდა.



ფოტოგრაფი არასოდეს ჩარეულა პოლიტიკაში, მაგრამ მის ნამუშევრებს ყოველთვის აფერხებდა ცენზურა. აშკარა იყო, რომ მას უთვალთვალებდნენ, 1987 წლის 16 მარტს უცნობმა ადამიანმა, სავარაუდოდ КГБ-ს თანამშრომელმა, ვილნიუსში ლუცკუსის ოჯახის ბინა მოინახულა. საუბარი დასრულდა იმით, რომ (მილიციის პროტოკოლის თანახმად!) ვიტამა, სტუმარს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც საკუთარი ბინის აივნიდან გადახტა. ცოლმა ფოტოგრაფი თოვლში დაგდებული იპოვა...


ტანია კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე აგრძელებდა გადაღებებს, მაგრამ ლიტვაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა. 1991 წელს იგი აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, თან ქალიშვილი კატრინა წაიყვანა, ვიტასის დღიურებითა და ფოტოებით სავსე ჩემოდანი და სულ რღაც 50 დოლარი წაიღო. ამერიკაში ტანია მეორედ გათხოვდა.


imageimage


მარქსის, ენგელსისა და ელნინის გორაკი - ბაშკირეთი, მდინარე "ბელაია"


image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

გედრიუს მაცკიავიჩუსი


imageimageimage

ავტორის სამიდან ერთ-ერთი ფოტო, რომელიც სოტსბის აუქციონზე 2013 წელს 1500 ფუნტად გაიყიდა.

imageimage
ავტოპორტრეტი ტანიასთან ერთად


imageტანია ალდაგი


image
imageimageimageimageimageimageimageimageimage










0
6241
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
6241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0