x
image
natia.a
აუტისტის თვალით დანახული სამყარო ანუ მამა, რომელმაც აუტისტ შვილთან ურთიერთობის ეფექტური მეთოდი იპოვა (ფოტოპროექტი)
image


ელი ყოველთვის საკუთარ სამყაროში იყო ჩაკეტილი, საკუთარი რიტმით, საკუთარი წესებით მართვადში, რომელიც მხოლოდ მისთვის იყო გასაგები. 5 წლის რომ გახდა, მამამისმა, ტიმოთი არჩიბალდმა გადაწყვიტა ფოტოები გადაეღო შვილისთვის იმ პოზებსა და რაკურსებში, რასაც თავად ბავშვი სთავაზობდა. მშობელი ამ მეთოდით შეეცადა ოდნავ მაინც შეეღწია ბავშვის სამყაროში, გაეგო მისთვის და კონტაქტში შესულიყო.


ამ ფოტოპროექტის დაწყებიდან ცოტა ხანში ელის დაუდგინდა აუტიზმის დიაგნოზი. ექიმებმა აუხსნეს მამას რა იყო ეს და როგორ უნდა მოქცეულიყო შვილთა მიმართებაში. მაგრამ მთავარი, ბვშვთან ემოციური კონტაქტის დამყარების მეთოდი, მშობელს უკვე მოძებნილი ქონდა.


შვილთან ერთად გაკეთებულ ფოტოპროექტს ტიმოთიმ "ექოლალია" (Echolilia) უწოდა. თითოეულ სურათში ნაჩვენებია ბავშვის განსაკუთრებული მსოფლხედვა, რაც სრულიად განსხვავდება ჩვეულებრივისგან. ფოტოები უსიტყვო ენად იქცა, რომელსაც ტიმოთი და ელი ერთნაირად იგებს. ფოტოებს ერთად ათვალიერებენ და განიხილავენ რა გამოვიდა მათში კარგად და რა არა, გეგმავენ შემდეგ ფოტოსესიას. ელი ამ პროექტში არა მხოლოდ გადაღების ობიექტია, არამედ ხშირად რეჟისორიც, რომელსაც ზოგიერთი ფოტოს იდეა ეკუთვნის.



წარმოგიდგენთ ამ ფოტოპროექტიდან რამდენიმე ნამუშევარს.



image


"ფოტოს გადაღებისას ელი ზოგჯერ ისეთ რამეს აკეთებს, რასაც მე ვერაფრით მივხვდებოდი. შემდეგ ერთად ვათვალიერებთ ფოტოებს და ვთათბირობთ, ხომ არ შევცვალოთ რაკურსი ან სხვა რაიმე."


imageimage


"კარები იკეტება. გთხოვთ, ფრთხილად იყოთ."

"კარები იკეტება. გთხოვთ, ფრთხილად იყოთ."


"ელი იმეორებს ამ ფრაზას ყოველთვის, როცა რომელიმე კართან მივდივართ. ბიბლიოთეკაში, ავტობუსში, მაღაზიაში. ამას ამბობს ავტომატურად, აბსოლუტურად მონილითურად, ეს არ წარმოადგენს რაიმე აზრის გამოხატვას. ეს ჩაკეტილი წრესავითაა."


image


"ელის ოთახში დიდი პლატმასის კონტეინერი იდო, რომლითაც ბავშვი მთელი დღე თამაშობდა. ვკითხე, ხომ არ გადაიღებდა კონტეინერთან ერთად სურათს და დამთანხმდა. ჯერ გვერდით დაუდგა, შემდეგ აიღო და თავზე ჩამოიცვა. ბოლოს, როცა მიხვდა, რომ მთლიანად ჩაეტეოდა, შიგ ჩაწვა. ელიმ თქვა, რომ ისე გრძნობდა შიგ თავს, როგორც კვერცხში."


imageimage

"ნაშუადღევს სახლში ხმაურია. ნაგვის მანქანა მოდის და ასიგნალებს. პრინტერი ღმუის, როცა რაღაცას ბეჭდავს. ქუჩიდან გამვლელი მანქანების ხმა ისმის. მიკროტალღური ღუმელიც წუის, როცა ჩართულია. ელისთვის ეს ყველაფერი ძალიან ხმამაღალია და ითხოვს გავაჩუმოთ ან შევარბილოთ ეს ხმები."

imageimage


ექოლალია- ეს არის გაგონილი ან ნანახი ხმებისა და მოქმედებების ავტომატური გამეორება. ელი გამუდმებით რაღაცას იმეორებს და თავიდან ეს აღიზიანებდა ტიმოთის. მაგრამ ფოტოპროექტის წყალობით, ამჟამად მშობელი მშვიდად იღებს შვილის ამ მოქმედებას.

imageimageimageimageimage

"ჩემთვის ეს ფოტოები ელიზე კი არაა, არამედ მასთან ურთიერთობაზე. მათში სამ კომპონენტს ვხედავ: მას, საკუთარ თავს და იმას, რაც ჩვენს შორის არის, რისი ახსნაც სიტყვებით შეუძლებელია."




3
2676
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
2676
  
2017, 28 ნოემბერი, 11:32
ძალიან საინტერესოა..
2013, 26 ნოემბერი, 9:28
ბრავო, კარგი სტატია კარგ თემაზე
2013, 25 ნოემბერი, 11:16
ყოჩაღ ამ მშობლებს, რადგან ჯერ ძალიან მძიმე ჯვარია, როდესაც აუტიზმით დაავადებული შვილი გყავს და მერე ის, რომ მასთან ასე ახლო კონტაქტი დაამყარო. მეტს ვერაფერს ვიტყვი, ღმერთმა ბოლომდე ასეთი სიყვარულით და ურთიერთობით გაატანინონ ერთმანეთი.
0 1 3