2015 წლის 5 ივნისს, ლონდონში, Sotheby’s-ის აუქციონზე გამოტანილი იყო 155 ლოტისგან შედგენილი კოლექცია, რომელშიც შედიოდა საბჭოთა კავშირში ფარულად გადაღებული, ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ფოტოები. კოლექციიდან 34 ლოტი გაიყიდა, რომელთა საერთო თანხამ 313 250 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. აღნიშნული ფოტოები გადაღებულია 1959-2004 წლებში და საშუალებას გვაძლევს გადავიხედოთ ოდესღაც ჩვენი "საერთო" ქვეყნის წარსულ ცხოვრებაში იმ ფოტოგრაფების ობიექტივებიდან, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების თვალთახედვიდან ფარულად მუშაობდნენ.
1. ბორის მიხაილოვის ფოტო სერიიდან "Лурики". სურათი უნიკალურია, რადგან ხელით არის გაფერადებული ანილინის საღებავებით. გაიყიდა 20.000 ფუნტ სტერლინგად.
2. ათანას სუტკუსის ფოტო - "ეპოქის სახე და მშვიდობით პარტიის ამხანაგებო!" ("Лицо эпохи и прощайте, товарищи по партии!") შეფასდა 8 ათას ფუნტ სტერლინგად.
3. ფოტო მიკის - ცირკის შიმპანზესი, რომელსაც ვიტალი კომარი და ალექსანდრე მელამიდი წითელ მოედანზე ფოტოების გადაღებას ასწავლიდნენ.
4. მიკის 18 ფოტო, გაერთიანებული ერთ ლოტად, აუქციონზე გაიყიდა 50 ათას ფუნტ სტერლინგად.
5. 1998 წელს გადაღებული ამ ფოტოების სერიაში კომარი და მელამიდი შეეხნენ დედამიწაზე ადამიანის მოდგმის როლის საკითხს.
6. ბორის მიხაილოვის ეს ნამუშევარი გაიყიდა 13 750 ფუნტ სტერლინგად. მიხაილოვი აღიარებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოგრაფად.
7. ამ ეპოქის ფოტოგრაფები მუშაობდნენ ოფიციალური ხელოვნებისა და კულტურის ზღვარზე და თავიანთი ნამუშევრების ჩვენებას ახდენდნენ ფარულად, "მიწისქვეშა" ალტერნატიულ ადგილებში 1990-იან წლებამდე. ისინი ასევე სხვადასხვა ტექნიკიტ ექსპერიმენტირებასაც ახდენდნენ.
8. ევგენი რასკოპოვის ეს ფოტო, სახელწოდებით "Silence" ("დუმილი") შეფასებულია 1500-2000 ფუნტ სტერინგად.
9. ეს არის საბჭოთა ფოტოების უნიკალური კოლექცი. მასში ასევე შესულია იგორ მუხინის სურათი, რომელზეც ასახულია მოსკოვში 80-იან წლებში არსებული პანკ-როკის მიმდინარეობა. ავტორის ორი ფოტო, სერიიდან "დიდი ქალაქის ახალგაზრდობა", შეფასებულია 6-8 ათას ფუნტ სტერლინგად.
10. ალექსანდრე მაციაუსკასის ორი ფოტო სერიიდან "Васара", შეფასებულია 2-3 ათას ფუნტად. აუქციონის კურატორმა განაცხადა, რომ ეს ფოტოები ეწინააღმდეგება იმ სურათებს, რომლებსაც სსრკ-ს ხელისუფლება პუბლიკას უჩვენებდა პროპაგანდის მიზნით.
11. გენადი ბოდროვის ოთხი ფოტო, გადაღებული 1988-1990 წლებში, შეფასდა 2-3 ათას ფუნტად.
12. ევგენი მოხორევის ეს ფოტო, სახელწოდებით "აზისი, სერიიდან "სანკტ-პეტერბურგის მოზარდები", დატარიღებული 1996 წლით, იმავე ავტორის 7 სხვა ნამუშევართან ერთ ლოტად გაყიდული იქნა 5 000 ფუნტად.
13. ანტანას სუტკუსის 1965 წლის საკულტო ფოტო არაერთხელ გამოჩენილა მსოფლიო გამოცემების გარეკანზე. ლიტველ ფოტოგრაფს სთხოვეს აღებეჭდა ჟან-პოლ სარტრის ოფიციალური ვიზიტი სსრკ-ში. ფოტო გაიყიდა 7 250 ფუნტ სტერლინგად.
14. ალექსანდრას მაციაუსკასი ლიტვის ერთ-ერთ საუკეთესო ფოტოგრაფად არის აღიარებული. იგი მოგზაურობდა ქვეყნის სოფლებში, რათა ყოველდღიური ცხოვრება აღებეჭდა. ამ ფოტოს სახელწოდებაა "ბაზარზე" და იგი კიდევ სამ ნამუშევართან ერთად გაიყიდა 4 ათას ფუნტად.
15. სერგეი ბორისოვის 1988 წელს გადაღებული ფოტო, მოსკოვის სერიიდან, გაიყიდა 1500 ფუნტად.
16. ლიტველი ფოტოგრაფის, ვიტას ლუცკუსის სამი ნამუშევარი სერიიდან "მოგზაურობა", ასევე 1500 ფუნტად გაიყიდა.
17. ესტონელი ფოტოგრაფის, ისი ტრაპიდოს ეს ფოტო, სახელწოდებით "სიჩქარე", 2250 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.
18. ალექსეი ტიტარენკოს ხუთი ნამუშევარი, მათ შორის ეს ფოტო, შეფასებულია 6-8 ათას ფუნტად.
მსგავსი კოლექციების წყალობით პოსტ-საბჭოთა ფოტოგრაფია სულ უფრო პოპულარული ხდება.