სხვა ცნობილი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც სინამდვილეში ყალბია 2015, 13 ივლისი, 18:46 როგორ გავაკეთოთ ფული არაფრისგან: უბრალოდ ჰაერისგან, წყლისგან, ტყისგან ან თუნდაც წიგნისგან? ტურიზმის ზოგიერთი, ძალიან ცნობილი ობიექტი არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი ლეგენდებისა და გულუბრყვილო ტურისტების წყალობით. ამ სტატიაში მოგიყვებით იმას, რასაც ტურისტული გიდები და გზამკვლევები არასოდეს გეტყვიან: ღირსშესანიშნაობები, რომლებიც როგორც მინიმუმ სადავო და საეჭვოა, მაქსიმუმ კი - სიყალბე და მონაგონი. თუმცა ეს ხელს არ უშლით, რომ მიიზიდონ მილიონობით ტურისტი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. 1. კოლუმბის 6 სამშობლო იტალიის ქალაქ გენუაში თქვენ აუცილებლად გაჩვენებენ სახლს, რომელშც პატარა ქრისტეფორე კოლუმბი ცხოვრობდა. თუმცა ალბათ არ გეტყვიან, რომ ეს სახლი XVII–XVIII საუკუნეებში აშენდა, კოლუმბი კი 1451 წელს დაიბადა. სულ მცირე შეუსაბამობაა, არა? თუმცა ეს ყველაფერი არაა! მეზღვაურისა და ამერიკის აღმომჩენის სამშობლოდ ყოფნაზე ერთდროულად ესპანეთისა და იტალიის ექვს ქალაქს აქვს პრეტენზია და არანაირი სარწმუნო მტკიცებულება არ არსებობს, რომ სწორედ გენუაში დაიბადა, თან სახლში, რომელიც ორიგინალიც კი არ არის და მხოლოდ რეკონსტრუქციას წარმოადგენს. თავდაპირველი შენობა ფრანგებმა XVII საუკუნეში დაანგრიეს. ასეთივე წარმატებით შეგიძლიათ მოინახულოთ კოლუმბის სახლი ესპანეთის ქალაქ ლას-პალმას-დე-გრან-კანარიაში, სადაც მდებარეობს ცნობილი მეზღვაურების მოგზაურობებისადმი მიძღვნილი მუზეუმი. ამ სახლის შესახებ ის მაინც არის ცნობილი, რომ კოლუმბი იქ მართლა ცხორობდა გარკვეული დროით, 1492 წელს, როცა გაფუჭებული გემის შეკეთებას ელოდა. თუმცა ეს შენობაც არის არა ორიგინალი, არამედ გადაკეთებული 1777 წელს. ასე რომ, ამ შენობაზეც ვერ ვიტყვით, რომ მის კედლებს თავად ქრისტეფორე კოლუმბი ახსოვთ. 2. იესო ქრისტეს 5 საფლავი იაპონიაში არის ქრისტიანებისთვის ძალიან უცნაური ადგილი: იესო ქრისტეს საფლავი. იგი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთით, დაბა სინგოში. საფლავზე ორი ჯვარია აღმართული: ერთი სიმბოლოა ჯვარცმული ქრისტესი, მეორე კი - მისი ძმის, ისუკირის. იაპონელ ქრისტიანებს სწამთ, რომ იესო არ მომკვდარა და მის მაგივრად იერუსალიმში ეწამა მისითვის თავდადებული მისივე ძმა. თავად ღვთის შვილმა კი ბავშობა გაატარა ტოკიოს მახლობლად, შემდეგ იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთში, სადაც მოხდა კიდევ ბიბლიაში აღწერილი მოვლენები. ძმის ჯვარცმის შემდეგ იგი დაბრუნდა იაპონიაში ციმბირისა და ალიასკის გავლით, და იცოცხლა 106 წლის ასაკამდე, დაბა სინგოში. მსოფლიოში არსებობს ქრისტეს კიდევ 4 "საფლავი": სამი იერუსალიმში და ერთიც ინდოეთის შტატ ქაშმირში. 3. სტოუნჰენჯი: XX საუკუნის ქმნილება? გიდებისა და ექსკურსიამძღოლების მტკიცებით უძველესი ქვის ნაგებობა, ბრიტანული სტოუნჰენჯი, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და იდუმალი არქეოლოგიური ქმნილებაა. მეცნიერები რეგულარულად აქვეყნებენ კვლევებს იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ ააშენეს ეს გიგანტური მონუმენტები ადრეულმა ადამიანებმა. მისი დანიშნულების შესახებ უამრავ ვერსია არსებობს: მას ხან დრუიდების სალოცავად მიიჩნევდნენ, ხან ასტრონომიურ კალენდრად, ხან სამარხად, ხან კი სულიერი მოღვაწეობისა და სამკურნალო ცენტრად. თუმცა რატომღაც არც ერთ გზამკვლევში არ არის ფოტოები ამ ძეგლის მასშტაბური რეკონსტრუქციისა, რომელიც XX საუკუნეში ჩატარდა. ეს კადრები, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გავრცელდა ინტერნეტში და დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ამტკიცებს, რომ სტოუნჰენდი, რბილად რომ ვთქვათ, ის აღარაა, რაც ადრე იყო. 1958 წელს მონუმენტი თითქმის მთლიანად იქნა დაშლილი და ხელახლა აწყობილი თანამედროვე ტექნიკისა და ბეტონის გამოყენებით. არქეოლოგები იღებდნენ და თავის ნებაზე დებდნენ ჩამოყრილ ქვებს, ასე რომ, თანამედროვე სტოუნჰენჯს უკვე ძნელად თუ ვუწოდებთ დრუიდების ნამუშევარს. დღეისთვის სახეზეა კარგად შესრულებული რეკონსტრუქცია, რომელიც გულუბრყვილო ტურისტების მისაზიდად მშვენივრად მუშაობს. 4. ლოჰ-ნესის ურჩხული შოტლანდიის ტბა ლოჰ-ნესი ამგვარ პოპულარობას ვერასოდეს მიაღწევდა, რომ არა ლეგენდები მასში ბინადარი იდუმალი ურჩხულის შესახებ. მის სანახავად ტურისტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩადიან. არარსებული ურჩხულის ბრენდის ქვეშ მთელი ინდუსტრია განვითარდა - სასტუმროებით, რესტორნებით, კატერებითა და ტურისტული ფირმებით, რომლებიც ტბის სახელს ატარებს. და ვინ მოთვლის რამდენი სუვენირი იყიდება მითიური ნესის წყალობით! თუმცა ლოჰ-ნესის ტბაზე ჩასულ ტურისტებს ხშირად უჩნდებათ გრძნობა, რომ მოატყუეს და იმედი გაუცრუეს, რადგან რაღაც ზღაპრულს ელოდნენ და ჩვეულებრივი ტბა და მოსაწყენი გარემო კი დახვდათ...და არანაირი კვალი იდუმალი ურჩხულისა. 5. რომეოსა და ჯულიეტას ქალაქი ნეტა თუ ხვდებოდა უილიამ შექსპირი „რომეო და ჯულიეტას“ წერის დროს, რომ ამ ნაწარმოებით მთელ მსოფლიოს გააცნობდა და ტურისტულ ცენტრად აქცევდა იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვერონას? მილიონობით ტურისტი სიამოვნებით ათვალიერებს რომეოსა და ჯულიეტას სახლს, სადაც მათ აჩვენებენ სწორედ იმ დაუვიწყარ აივანს, რომელზეც პიესის საკვანძო სცენა გაიმართა. ტურისტულ პროგრამაში შედის ასევე ჯულიეტას საფლავის დათვალიერება, სადაც მნახველთა რიგები დგას უკვე რამდენიმე საუკუნეა. და უკვე რამდენიმე საუკუნეა არ ან ვერ იხსენებენ იმ უბრალოდ ფაქტს, რომ ვერონაში რომეო და ჯულიეტა სინამდვილეში არც არასოდეს ყოფილან... 1934 10-ს მოსწონს
|