სხვა იაპონელებმა ახალი "ჩიბურაშკა" გადაიღეს (+ვიდეო) 2014, 26 ნოემბერი, 13:31 ალბათ ყველას გახსოვთ საბჭოთა მულტფილმი "ჩიბურაშკა", განსაკუთრებით კი მელოდია, რომელიც ალბათ ბევრ თქვენგანს ბავშვობის მოგონებებს უღვიძებს...
ედუარდ უსპენსკის მიერ 1966 წელს გამოცემული წიგნის - "ნიანგი გენა და მისი მეგობრების" მიხედვით 1968 წელს შეიქმნა და მომდევნო წელს ეკრანებზე გამოვიდა მულტფილმი, სახელწოდებით "ჩიბურაშკა". დიდყურა, კეთილი ჩიბურაშკა და ზრდილობიანი ნიანგი გენა იმ თაობის თითქმის ყველა ბავშვისთვის საყვარელ პერსონაჟად იქცა. 2003 წელს SP International-მა «Союзмультфильм»-ისგან 20 წლით შეისყიდა იაპონიაში ჩიბურაშკას შესახებ მულტფილმების სერიის გამოშვების უფლება. იაპონელი რეჟისორის, მაკოტო ნაკამურასა და მისი გუნდის 6 წლიანი მუშაობის შედეგად გაჩნდა "ჩიბურაშკას" ახალი, რუსულ-იაპონური სერიები, რომლებიც წელს უკვე გაქირავებაში გამოვიდა. ესეც ნაწყვეტი ახალი, იაპონუ-რუსული "ჩიბურაშკადან": 142 1-ს მოსწონს
|