x
image
natia.a
ცეკვა "ქართული" - რა იმალება ყველა ქართველისთვის საყვარელი ცეკვის მიღმა
image

ქალი:

"კენარი. ჯავარი. სინაზით ტვიფრული. მწყაზარი. მორცხვი. კდემული. ნელი. წყნარი. ნარნარი. ქალწულური სრულიად - მიმოხვრაშიაც: როკვა-გოგმანი. გოგმანი-სრიალი. სრიალი-ცორვა. ცორვა-ცურვილი".

ვაჟი:


"კვრივი. ნაკვთიერი. ყოველ ნაკვთში - მზის ჭავლი ხალასი. ასხეპილი, ვით ასკილი. დახვეწილი, დაწმენდილი. ხალისით ალესილი. შმაგი, ხანდახან შლეგი. ძალააყრილი. აცეცხლებული, რადგან თვითონ სიცოცხლე: "ცეცხლი", "ცოცხალი". ხლტომა. ავარდნა. გავარდნა. მოვარდნა. ხედვაში თავლციალი შევარდნის. როკვა: რიტმული დენის ელვარი. ცქაფი წამახულ ფერხთა: წარმოუსახავი: ითქმის ზებუნებრივი. ამავე დროს მთელი ტანი: თითქოს უძრავი, ურხევი, "თითქო": რადგან ლხენით ავსილი. მოშვილდული..."


ასე აღწერს ცეკვა ქართულს გრიგოლ რობაქიძე. ცეკვას, რომელიც ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად ითვლება და ქართული კულტურის ნამდვილ განძს და ქართველთა ჭეშმარიტ სიამაყეს წარმოადგენს.


image

სხვა ქართული ცეკვებისგან განსხვავებით ცეკვა "ქართულს" არ გააჩნია კუთხურობის ნიშანი, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ზოგადად ქართული სულია განსახიერებული, ქალსა და კაცს შორის ჭეშმარიტი ქართული ურთიერთობა: სიყვარული, ერთგულება, პატივისცემა, თავშეკავებულობა, მოკრძალებულობა.

კაცი შეყვარებულია და ღიად აცხადებს ამას, თავს ევლება საყვარელ არსებას, ერთი წამითაც კი არ აცილებს თვალს, თითქოს სამყაროში ერთადერთი ქალი იყოს, იცავს ყველასგან და ყველაფრისგან, მართავს, თუმცა მის ნებასაც ემორჩილება... და არასოდეს, არასოდეს ეხება...

image

ქალი არ ამხელს გრძნობებს... არ კეკლუცობს, უბრალოდ მოკრძალებით ხრის თვალებს და ცდილობს გაიქცეს. მაგრამ დარჩენა სურს, ძალიან... ცდილობს თავის ნებაზე იაროს, მაგრამ საყვარელი მამაკაცის მძლავრი ხელის ქვეშ თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. ... და ემორჩილება კიდეც...


უცნაურია, თითქმის შეუძლებელია იმის გარჩევა, ვინ ვის ემორჩილება, ვის ვინ მიჰყავს... ერთნი არიან, ერთი სხეულის სხვადასხვა ნაწილი, ერთმანეთის გარეშე რომ ვერ იარსებებენ...


image


ცეკვა "ქართული" ქართულ ფოლკლორულ ცეკვებს შორის ყველაზე რთულად შესასრულებელ ცეკვად ითვლება.


ცეკვა ხუთ ნაწილიანია:

კაცი იწვევს ქალს - სთხოვს გაჰყვეს, ზუსტად ისე, როგორც რეალობაში ხდება, ხელის თხოვნის დროს.

ერთად ცეკვავენ, იცნობენ ერთმანეთს.

ჯერ კაცი ცეკვავს სოლოს... მერე ქალი... ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები, ერთმანეთს ჰარმონიულად ავსებენ...

დაბოლოს, ყველაფერი ერთად ყოფნით მთავრდება...


გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ეს ცეკვა სრულდება ტრადიციულ ქართულ ქორწილში ნეფე-პატარძლის მიერ - ეს ხომ მათ მიერ განვლილი და გასავლელი გზაა.



ასევე დაგაინტერესებთ:


1. ჰოლივუდში მიწვეული პირველი ქართველი ქალი, რომელიც თამარ მეფის პორტრეტის მოდელად გამოიყენესimage



2. ვინ იყო თამარ მეფის შვილიშვილი, რომელზეც ისლამურ სამყაროში ლეგენდებს თხზავდნენ...image



3. ვერაფრით მიხვდებით, ვინ არის ამ ფოტოზე! - დააკვირდით მის თვალებს...image



4. რა იყო ნახატზე, რომლის გამოც სტალინმა გუდიაშვილი კინაღამ დასაჯა - დააკვირდით!image



5. ქართველი ტყვე ქალისა და ირანელი თავადის სიყვარული - როგორ შეიქმნა თბილისელების საყვარელი ადგილიimage




6. რატომ თქვა იაკობ გოგებაშვილმა საყვარელ ქალზე უარი და რატომ სცადა თვითმკვლელობა

image


7. დაისის" "მისაკუთრების" გამო სომხები ქართველებს ბოდიშს უხდიან
image




2
3772
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3772
  
2017, 25 ოქტომბერი, 10:54
გეთანხმები, ჩემო კარგო. ქართული ცეკვა მთელი კულტურაა, თუნდაც თავისთავად, ცალკე აღებული. ყველა კუთხეს საკუთარი ცეკვა აქვს და ყველა მათგანში როგორი ნიუანსებით ჩანს ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ხასიათი, ისტორია, ტრადიციები. რომ აღარაფერი ვთქვათ შესრულების სირთულეზე და სილამაზეზე. ბოლოსდაბოლოს, ბევრი სხვა ქვეყნის ცეკვისგან განსხვავებით, აქ ქალი ქალია და კაცი - კაცი (იმედია ფემინისტები არ გამობრაზდებიან) :))
2017, 25 ოქტომბერი, 10:39
არ მინდა ვინმემ შოვინისტად ჩამთვალოს, ან თუნდაც სხვა "ისტად" ვიცი რომ ამ "ხელობით" დაკავებული პატარა ადამიანები ყველგან არიან ჩასაფრებული, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა და ამას არც არსად ვმალავ - მე შეგნებულად არ დავაკონკრეტებ იმ ეროვნებებს თუ დიდ ერებს როგორც თავად ამბობენ, ძველისძველს, მაგრამ ყველა დიდ და ბუმბერაზს ერში ნათლად ჩანს ცეკვით გამოხატული სული, გადახედეთ ყველა იმ ძველისძველს ერს და შეხედეთ მათ ცეკვებს, გვაქვს კი იმის საფუძველი ვიფირქოთ მასზე როგორც წარმოუდგენიათ მათ თავი და ასე ვთქვათ გვაიძულებენ კიდეც ვიფიქროთ ასე, როდესაც მათ ერთი ნორმალური ცეკვაც კი ვერ შეუქმნიათ "ამდენი საუკუნეების" მანძილზე?! ქართული ცეკვას ეს განსაკუთრებული ფენომენია.
0 1 2