ამბობენ, რომ ადამიანები შინაურ ცხოველებს თავიანთი თვისებებიდან, ხასიათიდან და შინაგანი სამყაროდან გამომდინარე ირჩევენ. ამიტომ ვამსგავსებთ ხშირად შინაურ ცხოველებს თავიანთ პატრონებს. არსებობენ ექსცენტრიული ადამიანები, რომლებსაც ჩვეულებრივი შინაური ცხოველები არ აკმაყოფილებთ და ამჯობინებენ, რაიმე ეგზოტიკური და ველური მოიშინაურონ, რათა უფრო საინტერესო გახადონ ცხოვრება და მეტად მიიქციონ გარშემომყოფების ყურადღება.
ამ სტატიაში გთავაზობთ ცნობილ ადამიანებს, რომელთაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალზედ უჩველო ცხოველები ჰყავდათ მოშინაურებული. ეს მათ ორიგინალურობას უსვამს ხაზს და მიაჩნიათ, რომ შინაური ცხოველების მხრივაც გამორჩეულები უნდა იყვნენ. თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით რომ ამ ადამიანებსა და ცხოველებს შორის გარკვეული მსგავსება ხასიათის მხრივ ნამდვილად არსებობს. თუმცა, ზოგიერთი ცხოველი ნამდვილად გაუგებარია, თუ რატომ უნდა მოიშინაურო.
მაიკ ტაისონი - თეთრი ვეფხვი.
მეგან ფოქსი - ვიეტნამური გოჭი.
ფრენკ მონტანა - მაიმუნი.
პერის ჰილტონი - კინკაჯუ (ნამდვილად ვერ გეტყვით, ეს რა არსებაა).
ჯორჯ კლუნი - ვიეტნამური ღორი.
კრისტენ სტიუარტი - ძაღლისა და მგლის ნაჯვარი.
ვანილა აისი - კენგურუ.
კირსტი ელი - ლემური.
სალვადორ დალი - ჭიანჭველიჭამია.
ელვის პრესლი - კენგურუ.