1611 წელს, ლონდონში, მსოფლიოში პირველი სარეკლამო ბიურო შეიქმნა. დღეს კი, რეკლამა
განიხილება როგორც მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი.
რეკლამა ფასიანი ცალმხრივი კომუნიკაციაა, რომელშიც განსაზღვრულია სპონსორი და
ინფორმაცია კი მართვადი.
რეკლამის ვარიანტებია: პუბლიკაცია, "პიარი", პროდუქტის ჩასმა, სპონსორობა,
გაყიდვების წახალისება.
ამგვარი ინფორმაციის გასავრცელებლად მედიის ყველა სახეობა
გამოიყენება: ტელევიზია, რადიო, ფილმები, ჟურნალები, გაზეთები, ინტერნეტი, ბილბორდები და ახლა ტელეფონიც დაემატა.
სატელეფონო რეკლამას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იყენებენ, მაგრამ სარეკლამო შეტყობინებამდე, მომხარებელს ეკითხებიან, უნდა თუ არა, რომ სარეკლამო მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღოს. პირადად ჩვენთვის თავის დროზე ეს არავის უკითხავს. მაგრამ, როცა მოსახლეობა მართლა შეწუხდა და მოვიკითხეთ, აღმოჩნდა, რომ ნომრის შეძენისას, სარეკლამო კომპანიებისთვის ჩვენი ნომრის გადაცემა ხელშეკრულების ერთ-ერთი სტანდარტული პირობაა და მას ისე ვეთანხმებით, რომ არც კი ვიცით. ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი, რადგან ხელშეკრულებას ისე გვაჩეჩებენ ხელმოსაწერად,
რომ დროც კი არ გვაქვს, წინასწარ მის წასაკითხად.
საბედნიეროდ, „ჯეოსელმა“ თავისი აბონენტების „დანდობა“ გადაწყვიტა და ახალ სერვისს გვთავაზობს, რის შემდეგაც უფლება და შესაძლებლობა გვაქვს, თავი დავაღწიოთ მოსაბეზრებელ და შემაწუხებელ სარეკლამო ტექსტურ შეტყობინებებს. *297# OK და რეკლამას სამუდამოდ თავს დააღწევთ. კარგი იქნება, თუ "ჯეოსელს" სხვა კომპანიებიც მიბაძავენ.