ჯანსაღი ღიმილი ჯანმრთელობის საწინდარიაო, უთქვამს ბრძენ კაცს. ბევრისგან მსმენია, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე იყო, გაიღიმე და ყველაფერი გაგივლისო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ღიმილისთვის სათანადო განწყობაა საჭირო. დადგენილია, რომ სიცილი ჯანმრთელობის საწინდარია. სიცილის თერაპიას დიდი ხანია
მიმართავენ. ჯერ კიდევ 1000 წლის წინათ, ჰიპოკრატე მას უამრავი დაავადების სამკურნალოდ იყენებდა. ინდოეთში სპეციალური სიცილის კლუბები არსებობს, სადაც სხვადასხვა ხერხით ცდილობენ ადამიანების გაცინებას. იაპონიაში სიცილით კურნავენ დიაბეტსა და ტუბერკულიოზს. ლოგოპედები მირტა მანო და რუბენ დელაურო, რომლებიც სამკურნალო დაწესებულების, სახელწოდებით „სიცილი
და ჯანმრთელობა“, ხელმძღვანელები არიან, ამბობენ, რომ თვით უბრალო გაღიმების შედეგადაც კი წარმოიქმნება ელექტრული იმპულსი, რომელიც შინაგანი სეკრეციის ჯირკვალზე, ჰიპოფიზზე ახდენს გავლენას. ეს ჯირკვალი კი, თავის მხრივ, ტვინში გამოიმუშავებს ქიმიურ ნივთიერებას, ენდორფინს, რის შედეგადაც კარგ ხასიათზე ვდგებით. ბევრი რომ არ გავაგრძელო, თქვენი კარგი განწყობის შესაქმნელად ვეცადე, ცხოველების სახალისო სურათები
შემეკრიბა. იმედია, ეს ფოტო-ნაკრები შეძლებს და უბრალო გაღიმების შედეგად წარმოქმნის ელექტრულ იმპულსს, რომელიც შინაგანი სეკრეციის ჯირკვალზე მოახდენს გავლენას, რის შემდეგაც თქვენი ტვინი გამოიმუშავებს ენდორფინს და კარგ ხასიათზე დადგებით (ეს ყველაფერი ხუმრობით).