x
image
პერსეპოლისი
უსაყვარლესი ტყუპი პოლარული დათვები

ყველა პატარა არსება საყვარელია, მაგრამ არიან ცხოველები, რომლებიც განსაკუთრებით იმსახურებენ ადამიანების სიყვარულს და სიმპატიას, თუმცა ისინი ნაკლებად ხელმისაწვდომები არიან. მათ რიცხვში შედის პოლარული, თეთრი დათვი, რომელიც დიდიც და პატარაც ერთნაირად კარგი და საყვარელია. სტატიაში გთავაზობთ მცირე ინფორმაციას მათზე და ახლახანს დაბადებული ტყუპი დათუნიების სურათებს.
თეთრი დათვის ლათინური დასახელება ნიშნავს „ზღვის დათვს“, რადგან იგი გავრცელებულია იმ ადგილებში, სადაც ყინულებიანი ზღვა ხვდება დედამიწას. წყალი მათთვის სახლივით არის. თეთრი დათვი საუკეთესო მცურავი და მყვინთავია. ცურვაში ეხმარება სქელი კანქვეშახიმის ფენა, რომელიც ამცირებს ცხოველის კუთრ წონას და იცავს მას სიცივისაგან. წყალში იგი 20 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, ხოლო წყალქვეშ ორი წუთის განმავლობაში ძლებს. წყალში მათ
იცავთ კანქვეშა საიზოლაციო ცხიმის სქელი ფენა და წყალგაუმტარი ბეწვი.
თეთრი დათვების ძირითად საკვებს სელაპები წარმოადგენენ. მათზე ნადირობისას ისინი ყინულის ქვევიდან უსაფრდებიან მსხვერპლს, ცურვით მისდევენ მათ და უეცრად „ამოხტებიან“ ყინულიდან.ჭამს აგრეთვე თევზს, ფრინველებსა და მათ კვერცხებს, ლეშს.
ბუნაგში ზამთარს მხოლოდ მაკე მდედრი დათვი ატარებს. იგი ბუნაგს თოვლის გროვაში, წყალთან ახლოს თხრის. მამრი თეთრი დათვები აქტიურობას ინარჩუნებენ მთელი წლის განმავლობაში. პატარა ბელები დეკემბერ-იანვარში იბადებიან და ბუნაგიდან, დაახლოებით, სამი თვის შემდეგ გამოდიან.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


0
270
11-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0