სხვა ძაღლები,რომლებიც თავიანთ სიდიდეს ვერ აანალიზებენ. 2014, 12 მარტი, 0:06 იშვიათად არსებობენ ადამიანები, რომელთaც ძაღლები არ უყვართ და ბავშვობაში მაინც არ უოცნებიათ პატარა ლეკვის ყოლა. ძაღლები, მათი ჯიშების გარდა, პირობითად შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად: დიდი და პატარა ზომის ძაღლები. პატარა ტანის ძაღლებს ხშირად დეკორატიულ ძაღლებსაც უწოდებენ და ისინი ხშირად მოდის ნაწილი არიან. დიდი ჯიშის ძაღლებს კი ძირითადად სხვადასხვა ობიექტების დასაცავად და პირად მცველებად იყენებენ. ისინი საუცხოოდ ასრულებენ ამ ფუნქციას. დედამიწაზე ვერ ნახავთ ადამიანს რომელსაც შესწევს ძალა ან ეყოფა გამბედაობა წინ აღუდგეს კავკასიური ნაგაზის თავდასხმას და დაამარცხოს იგი.სხვა ძაღლებისგან განსხვავებით დიდი ჯიშის ძაღლის მოვლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ისინი საჭმელს გაცილებით ბევრს მოიხმარენ, მათი აქსესუარებიც გაცილებით ძვირი ღირს, მათ აუცილებლად ესაჭიროებათ სპეციალურ გაწვრთნა ამის გარეშე ის შეიძლება საზოგადოებისთვის საშიშ მონსტრად გადაიქცეს. მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად ღირს ამად. არსებობს ძაღლის ჯიშები, რომლებიც 3-4 თვისაც იმდენად დიდი ტანის არიან, რომ ადამიანის სიმაღლეს აღემატებიან, თუმცა ისინი ისე იქცევიან, როგორც პატარა ლეკვები და ვერ იაზრებენ თავიანთ სიდიდეს. სწორედ ასეთი ძაღლების ფოტოებს გთავაზობთ ამ სტატიაში, რომლებიც მიუხედავად მათი რთულად აღსაზრდელი ხასიათიდან გამომდინარე, მაინც ადამიანების უსაყვარლეს არსებებად რჩებიან. და ბოლოს, ყველაზე დიდი კატა : 740 18-ს მოსწონს
|