სხვა სიზარმაცის სახალისო გამოვლინებები 2014, 9 აგვისტო, 14:52 ბუდას თანახმად, სიზარმაცის სამი ტიპი არსებობს: პირველი, როცა ადამიანს არაფრის გაკეთების სურვილი არ აქვს. მეორე როცა მიაჩნია, რომ არ შეუძლია გააკეთოს, ის რასაც სხვები აკეთებენ, რადგან ფიქრობს, რომ არ არის მათსავით ჭკვიანი. მესამე, როცა ადამიანი დაკავებულია უშედეგო საქმიანობით. თუმცა, ყველაზე კარგ ახსნად მე-19 საუკუნის ფრანგი ნოველისტის, ჟიულ რენარდის ცნობილი ფრაზა მიმაჩნია: “სიზარმაცე სხვა არაფერია თუ არა ჩვევა, დაისვენო დაღლის გარეშე”. ასეა თუ ისე, სიზარმაცე ერთგვარი სენია, რომელსაც ყველაზე ცუდ შედეგებამდე მივყავართ. ხშირად მსმენია, რომ ქართველებზე ზარმაცი ხალხი არ არსებობს და ა. შ. მაგრამ სიზარმაცე ეროვნებით არ განისაზღვრება. ეს ინდივიდუალური ჩვევაა და უსაქმურობით ტკბობა ბევრს ახასიათებს. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანი იქნება, ცხოველი თუ სხვა ცოცხალი არსება. ერთ-ერთ ამერიკულ საიტზე გამოქვეყნდა ფოტოების ნაკრები, სადაც ასახულია სიზარმაცის ყველაზე კარგი გამოვლინებები. თუ რა ხერხს პოულობენ ზარმაცი ადამიანები, რომ თავი არ გადაიტვირთონ. სასაცილოა, მაგრამ ხშირად ყველაზე კარგი გამოგონებები სიზარმაციდან მომდინარეობს. საერთოდ კი, თუ კარგად დავუკვირდებით, ყველა სიახლე და ტექნოლოგიური მიღწევები ადამიანს უფრო და უფრო აზარმაცებს. ყოველი ახალი გამოგონება კი სულ უფრო და უფრო გვაოცებს, თუ რამდენი ძალისხმევა სჭირდებოდა მანამდე ადამიანს. 89 5-ს მოსწონს
|