ძაღლებმა იციან, თუ რა არის ნამდვილი მეგობრობა, სიყვარული და ზრუნვა ბავშვებზე. ისინი ბავშვების საუკეთესო მეგობრები ხდებიან და მზად არიან მთელი ცხოვრება მათ გვერდით გაატარონ. სწორედ ამიტომ, ეს ყველასათვის საყვარელი ცხოველები მოუთმენლად ელიან პატარების დაბადებას და მზად არიან სიცოცხლის ფასად დაიცვან ისინი, ვიდრე არ გაიზრდებიან.
ერთ-ერთმა რუსულმა საიტმა იმ ძაღლების ფოტოები შეკრიბა, სადაც ასახულია, თუ როგორ გამოხატავენ ეს ცოცხალი არსებები პატარებისადმი სიყვარულს ჯერ კიდევ მათ დაბადებამდე.
მგონი მისი გულის ცემა მესმის...
ნეტავ გოგო იყოს....
ჰეი მანდ, მუცელში! მე აქ გელოდები...
არ ვიცი იქ ვინ ზის, მაგრამ მე უკვე მომწონს...
უფლებას მომცემ, რომ შენთან ერთად ვითამაშო?
დიასახლისო, როგორც ჩანს, პატარას მოშივდა. მგონი მეც...
მმმ....გემრიელი სურნელი აქვს...
გემოსაც არაუშავს...
დიასახლისო, დარწმუნებული ხარ, რომ საზამთრო არ გადაგიყლაპავს?
ვიმედოვნებ, რომ ჩუმად მაგიდის ქვემოთ რამდენიმე ლუკმას გადმომიგდებს ხოლმე...
ყველაფერი ნორმაშია, პატარა ერთი კვირის შემდეგ ჩემთან იქნება...
მე თქვენ დაგიცავთ...
ეჰ! კიდევ ერთი თვე მომიწევს დაცდა...
ვერ გავიგე...
მალე ამ ქვეყანას მოევლინება და ეზოში ერთად ვირბენთ...
თუ ბიჭი იქნება დავარქმევ ვაფს, ხოლო გოგოს - ვაფ-ვაფს.
მადლობა მომავალი საუკეთესო მეგობრისთვის!
შეიძლება მუცელი ასევე დარჩეს? მასზე უკეთესად მძინავს...
ბავშვები ბედნიერებაა. რა თქმა უნდა ძაღლებიც!