x
image
პერსეპოლისი
რუსი ფოტოგრაფის მომაჯადოებელი ფოტოები.

რუსი ფოტოგრაფი ელენა შუმილოვა პროფესიონალი ფოტოგრაფია
და არაჩვეულებრივ სურათებს სთავაზობს საზოგადოებას მას შემდეგ, რაც მან 2012 წელს თავისი პირველი პროფესიული ფოტოაპარატი მიიღო. მას სხვადასხვა თემატიკის ფოტოალბომები აქვს
შექმნილი, სადაც ერთ-ერთი, საკუთარი შვილების ალბომია და დედისთვის ორი პატარა, ქერათმიანი ბიჭუნა, რომლებიც ერთმანეთს ძალიან გვანან, შესაშურად პოზიორებენ. დედას ისინი გადაღებული
ჰყავს თავის ფერმაში სხვადასხვა ცხოველებთან ერთად.
ელენა შუმილოვას ფოტოები თავისი ორიგინალურობისა და ცოტაოდენი იდუმალების გამო, დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში.“რუსი დედის მიერ გადაღებული
საკუთარი შვილების ჯადოსნური ფოტოები, ცხოველებთან და ფერმაში“. ამ სათაურით გამოაქვეყნა მის შესახებ სტატია ფოტოებით, ერთ-ერთმა პოპულარულმა ამერიკულმა საიტმა, სადაც ხაზს
უსვავენ მის მიერ ფერებისა და ბუნების არაჩვეულებრივ, ახლებურ აღქმასა და შეგრძნებას.საქართველოში ელენა შუმილოვას ფოტოები სოციალურ ქსელებსა და ინტერმედიაზეც შეგვინიშნავს.დარწმუნებული
ვარ, ამ ფოტოებს გულგრილი არავინ დაუტოვებია, მაგრამ ცოტამ თუ იცის ვის ეკუთვნის ეს შესანიშნავი შემოქმედება. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში გთავაზობთ ცნობილი რუსი ფოტოგრაფის ერთ-ერთ
ფოტოალბომს, სადაც თავისი შვილები ჰყავს გადაღებული.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage

6
844
20-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
844
  
2014, 12 თებერვალი, 1:14
მართლაც რა საოცარი და რა თბილი ფოტოებია
2014, 11 თებერვალი, 2:12
მომწონს:-)
2014, 5 თებერვალი, 0:18
მართლა ულამაზესი ფოტოებია :) :*
2014, 5 თებერვალი, 0:06
მე ბავშვები მომწონს,ძალიან საყვარლები არიან : )
2014, 4 თებერვალი, 22:41
არაჩვეულებრივია.
2014, 4 თებერვალი, 22:16
მაგარია
0 1 6