თბილისის ზოოპარკში მატებაა - გუშინ, პაწაწუნა მაიმუნი დაიბადა, რამაც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა. მის სანახავად დღესვე მივიდნენ დიდები თუ
პატარები, მაგრამ ჯერ მისი უმწეობის გამო, ნახვა ვერ ხერხდება. გთავაზობთ თბილისის ზოოპარკის განცხადებას და ახალშობილის ფოტოებს, რომლის ხილვაც უახლოეს დღეებში თავადვე შეგეძლებათ.
„მიეგებეთ ჩვენს უსაყვარლეს ახალშობილს, პაწაწუნა ჰამადრილს, რომელიც სულ რამდენიმე დღისაა, მაგრამ უკვე დიდი მაიმუნი ვინმეა. ისედაც ხომ მაიმუნია და ქცევაც მაიმუნური აქვს, მოკლედ, ყოველმხრივ მაიმუნია აზღარბული შავ-შავი ქოჩორი და ჭკვიანი, ღილებივით თვალები ამშვენებს, პიანისტივით გრძელი თითების პატრონი ბუნებრივი, შავი მანიკიურითაც იწონებს თავს.
ჩვენი გოგოცუნას მოვლაზე დედიკომ უარი განაცხადა, ამიტომ, პატარის გადასარჩენად მისი ვოლიერიდან გამოყვანა მოგვიწია. ახლა მას ჩვენი ძიძა ევლება თავს. საწოვარადან აჭმევს, კალათში აძინებს სათამაშოებთან ერთად და ციცქნა ტაკუცებზე დამაგრებულ უციცქნეს პამპერსებსაც უცვლის.
ჰამადრილის ბაბუინი ანთრისებრთა ოჯახის და პავიანების გვარის წარმომადგენელია. ეს გასაოცარი ცხოველები, მათი გონიერებით, რთული სოციალური ქცევითა და სტრუქტურით, ეთიოპიის, სომალისა და ერიტრეას ღირსშესანიშნაობას წარმოადგენენ“.