გაიცანით ყველაზე პოპულარული ზღვს გოჭი ბობო და მისი მეგობრები, რომლებმაც სულ რამდენიმე დღეში ინტერნეტსივრცე წარმატებით დაიპყრეს. მათი ფოტოსესია ჟურნალ „ვოგის“ გარეკანის ფოტოებს მოგაგონებთ თავისი გლამურული, ვარდისფერი სათვალეებით, გვირილებით, აბაზანით და ა.შ. ზღვის გოჭი ყველა შინაურ ცხოველზე მეტად მშვიდი და მეგობრული არსებაა. ფოტომოდელი ბობო უკვე 2 წლის არის და 1 კილოს იწონის. მისი საყვარელი საჭმელი სტაფილოა. ის მთელ დღეს ჭამაში, ძილსა და კამერის წინ პოზიორობაში ატარებს.