სალათები სალათი - გემრიელი ტყე 2014, 15 აგვისტო, 8:37 ინგრედიენტები:
● ქათამი (საშუალო ზომის) - 1 ცალი
● ნიორი - 1 თავი
● ნიგოზი - 1/2 ჭიქა
● კვერცხი - 3 ცალი ● მაიონეზი - 250 გ. ● მწვანილები - გემოვნებით მომზადება: მოვხარშოთ ქათამი და ძვლებს ხორცი გავაცალოთ. მოხარშული ხორცი დავჭრათ წვრილად. კარგად მოვხარშოთ კვერცხი. ეს სალათი კეთდება ფენებად. პირველ ფენად განვათავსოთ უხეშად დაჭრილი კვერცხის ცილა, მეორე ფენად - ქათმის ხორცი, მესამე ფენად კი - დაჭყლეტილი ნივრით, გატარებული ნიგვზითა და მაიონეზით გაკეთებული სოუსი. ბოლო ფენად წვრილად დაფხვნილ კვერცხის გულს ვიყენებთ. ზედაპირის გაფორმება კი, თქვენს ფანტაზიას მიანდეთ. შეგიძლიათ, მორჩენილი სოუსით ხეები დახატოთ, მწვანილებით კი ტყის ფონი შექმნათ. გაალამაზეთ თქვენი გემოვნებით და... გემრიელად მიირთვით 129 3-ს მოსწონს
|