x
image
პერსეპოლისი
ჩაძინებული ცხოველთა სამყარო (სახალისო ფოტოები)
imageცხოვრების მესამედს ძილში ვატარებთ, თუმცა დაზუსტებით მაინც უცნობია, რატომ. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ძილი – ეს არის დღემდე ამოუხსნელი ერთ-ერთი დილემა. როგორც წესი, მიიჩნევა, რომ ძილის პროცესი ემსახურება ქმედითუნარიანობის ამაღლებას, ორგანიზმის ტონუსში მოყვანას.
მაგრამ მას უარყოფითი ეფექტიც აქვს: მძინარე ცხოველები (და ზოგჯერ ადამიანებიც) ხელში ადვილად ჩასაგდები მსხვერპლნი ხდებიან მტაცებლებისთვის, ამ დროს მათ არ აქვთ საშუალება, გამოავლინონ თავდაცვითი უნარები.
ცხოველებს ადამიანებისგან განსხვავებული ჩვევები აქვთ. ძროხებს ფეხზე მდგომებს სძინავთ, სიზმრისას კი წვანან. დელფინებს ძილისას ტვინის ერთი ნახევარი უდუნდებათ, მეორე ნახევარი კი სუნთქვას აკონტროლებს. ახალშობილ დელფინს რამდენიმე თვის განმავლობაში არ სძინავს, ასევე დედასაც.
ყველაზე ნაკლები დრო ძუძუმწოვრებში სჭირდება ჟირაფს, მისი ძილი გრძელდება 10 წუთიდან 2 საათამდე. 24 საათის განმავლობაში მათი საშუალო მაჩვენებელია 1.9 საათი. ბრჭყალების განსაკუთრებული აგებულების გამო ღამურებს თავდაყირა სძინავთ. ამასთან, მათი ფრთები არც ისე ძლიერია, რომ ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფი მძინარე სხეული შეაკავოს.
ყველას, ადამიანს თუ ცხოველს, მაინც თავისებური ქცევა ახასიათებს ძილის დროს. ხანდახან ეს სასაცილოც კი არის. სწორედ, ცხოველების ძილის ამსახველ სახალისო ფოტოებს გთავაზობთ ამ სტატიაში.
image


image


image


image



image


image


image


imageimageimageimage


image


image


imageimageimage


image


image


image


image

1
178
6-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
178
  
2014, 11 მაისი, 12:14
მაგარია ძაან:D
0 1 1