x
image
cxvedo
სალათი ეგზოტიკი ავოკადოთი და მანგოთი
ინგრედიენტები:

● მანგო - 1 ცალი

● ავოკადო - 1 ცალი

● წითელი ხახვი - 1/2 ცალი


● სალათის ფოთლები - 2-4 ფოთოლი

● ქინძი და პიტნა - გემოვნებით


სოუსისთვის:

● მალინა - გემოვნებით

● თაფლი - 1/2 ჩაის კოვზი

● ძმარი - 1/2 სუფრის კოვზი

● მდოგვის ფხვნილი - 1/2 ჩაის კოვზი

● ლიმნის წვენი - 1/4 სუფრის კოვზი

● ზეითუნის ზეთი - 2-3 სუფრის კოვზი



Салат "Экзотик " из авокадо и манго


მომზადება:

მანგო გავთალოთ, გამოვარიდოთ კურგა და მოზრდილ კუბიკებად დავჭრათ. ასევე დავჭრათ ავოკადოც და მოვასხათ ლიმნის წვენი. ამასობაში დავჭრათ ხახვი რგოლებად, მოზრდილ ნაჭრებად დავჭრათ სალათის ფოთლები და ეს ყველაფერი ავურიოთ პიტნასთან და ქინძთან ერთად.

სოუსის მოსამზადებლად ჟოლო დავაბლენდეროთ თაფლთან და მდოგვის ფხვნილთან ერთად. მიღებულ მასას დავუმატოთ ძმარი, ლიმნის წვენი და ზეთი. მიღებუი სოუსი მოვასხათ სალათს და...


გემრიელად მიირთვით










0
81
5-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0