სალათები მეფური სალათი 2014, 1 მარტი, 10:41 ინგრედიენტები:
● ბრინჯი
● კვერცხი
● პამიდორი
● კიბოს ჩხირები ● კიტრი ● კრევეტები ● ხიზილალა (წითელი) ● ხახვი (მწვანე) ● მაიონეზი ● არაჟანი ● ლიმნის წვენი მომზადება: სალათი კეთდება ფენებად. ფენებს შორის კი სასურველია გამოვიყენოთ ერთგვარი სოუსი, რომლის მომზადებაც შეგვიძლია მაიონეზის, არაჟნისა და ლიმნის წვენის შერევით. პირველ ფენას ვაკეთებთ მოხარშული ბრინჯისაგან, რომელსაც მოვასხამთ სოუსს. შემდეგ ფენად განვათავსოთ წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი და ასევე წვრილად დაჭრილი პამიდორი, რომელსაც მოვასხამთ სოუსს. შემდეგი ფენა გავაკეთოთ კიბოს ჩხირებისა და კვერცხისაგან. ზემოდან მოვასხათ სოუსი და დავალაგოთ გაუფცქვნელი კიტრის თხელი ნაჭრები, რომელზეც დავალაგებთ კრევეტებს. კრევეტები, სასურველია, გავაფორმოთ წითელი ხიზილალითა და მწვანე ხახვით. გემრიელად მიირთვით 92 9-ს მოსწონს
|