სალათები სალათი - სოღოს ბუდე 2014, 31 იანვარი, 9:42 ინგრედიენტები:
● ქათმის ფილე - 200 გ.
● ლორი - 100 გ.
● კვერცხი - 3 ცალი
● სოკო - 10 გ. ● კარტოფილი - 3 ცალი ● მარილი, მაიონეზი და პილპილი - გემოვნებით ბუდის გასაფორმებლად: ● კვერცხი - 3 ცალი ● ყველი - 1 ნაჭერი ● სალათის ფოთლები - გასაფორმებლად ● კამა, ნიორი და მაიონეზი - გემოვნებით ![]() მომზადება: მოვხარშოთ 3 კვერცხი და ქათმის ფილე. ამასობაში კარტოფილი დავჭრათ ზოლებად (შესაძლებელია სტაფილოს დამატებაც) და მოვშუშოთ ზეთში. მოხარშული ქათმის ფილე ხელით დავჩლითოთ. წვრილ ზოლებად დავჭრათ ლორი და სოკო. ავურიოთ ერთმანეთში 3 კვერცხის ცილა, ქათმის ფილე, ლორი, სოკო, დავუმატოთ მარილი, პილპილი და მაიონეზი გემოვნებით. ამასობაში მოხარშული კვერცხი დავჭრათ წვრილად, ავურიოთ მდნარ ყველში, დავუმატოთ კამა, ცოტა მაიონეზი და მივცეთ ბურთების ფორმა. მიღებული მასა განვათავსოთ საათის ფურცლებზე, ზემოდან პატარა ჩაღრმავება გავაკეთოთ და დავაწყოთ ბურთულები. ამის შემდეგ კი... გემრიელად მიირთვით 41 5-ს მოსწონს
|