სალათები სალათი - ფიჭვის გირჩი 2013, 7 დეკემბერი, 19:05 ინგრედიენტები:
● შებოლილი ქათმის ფილე - 200 გ.
● დაკონსერვებული სიმინდი - 1 ქილა
● კარტოფილი - 4 ცალი
● კვერცხი - 3 ცალი ● ხახვი - 1 ცალი ● მდნარი ყველი - 3 ცალი ● ნუში (შესაძლებელია ნიგოზიც) - მოსართავად ● როზმარი ან ფიჭვის ტოტი - მოსართავად ● მაიონეზი - გემოვნებით ![]() მომზადება: მოვხარშოთ და დავჭრათ კუბიკებად კარტოფილი და კვერცხი. ასევე კუბიკებად დავჭრათ ქათმის ხორციც. ამასობაში მდნარ ყველში ავურიოთ უხეშად დამტვრეული თხილი. ხახვი დავჭრათ ნახევარმთვარეებად. ფენებად დავალაგოთ ინგრედიენტები (ყოველ ფენას შორის წავუსვათ მაიონეზი) და მივცეთ გირჩების ფორმა. პირველ ფენად დავდოთ კარტოფილი, შემდეგ ქათმის ხორცი და მოვაყაროთ ხახვი (უმჯობესია თუ მწარე არ იქნება). ზედა ფენ გავაკეთოთ უხეშად დაჭრილი კვერცხისაგან, რომელსაც ზემოდან სიმინდს მოვაყრით. მიღებული ფორმა "შევფუთოთ" მდნარ ყველში არეული თხილით, რომელსაც ზემოდან მოვრთავთ ნუშით და სილამაზისთვის შეგვიძლია დავადოთ როზმარის ტოტი. ამის შემდეგ... გემრიელად მიირთვით 47 6-ს მოსწონს
|